საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

ალექსანდრე
ლუაშვილი

a.luashvili@rs.ge

(+995 32) 2 262 139

დამთავრებული აქვს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი, ფლობს სამართლის მაგისტრის აკადემიურ ხარისხს. აქვს საჯარო უწყებებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. კერძოდ - 1996-2000 წლებში, მუშაობდა საქართველოს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფის სპეციალური ოპერატიული თანამშრომლის პოზიციაზე. 2003-2006 წლებში, იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტოს საგადასახადო დეპარტამენტის ოპერატიულ სამსახურში, აღმოსავლეთის სამმართველოს უფროსი ოპერატიული თანამშრომელი და ამავე უწყების ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის, გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოს უფროსი ინსპექტორი. 2007-2011 წლებში, იკავებდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის კახეთის სამმართველოს ინსპექტორ გამომძიებლის თანამდებობას. 2011 წელს, მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის, სამხედრო საპატრულო პოლიციის სამმართველოს, უზრუნველყოფის განყოფილების სერჟანტის თანამდებობაზე. 2013-2015 წლებში, იყო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსი ოპერატიული თანამშრომელი. 2015-2018 წლებში, ასრულებდა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის, გლდანი- ნაძალადევის რაიონის განყოფილების უფროსის მოვალეობას. 2018-2020 წლებში, იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასაზღვრო პოლიციის, ინსპექტირების, მონიტორინგისა და შიდა უსაფრთხოების სამმართველოს, მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოადგილე, ხოლო 2020-2022 წლებში, ამავე უწყების, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარატმენტის, ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს, გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსი. 2022-2025 წლებში, იკავებდა შსს-ს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის, საავიაციო უშიშროების სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობას. 2025-2026 წლებში, იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გენერალური ინსპექციის უფროსი. 2026 წლის 21 მაისს, დაინიშნა შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის უფროსის თანამდებობაზე.