კითხვარი ფიზიკური პირის მიერ უძრავი ქონების გაქირავების/იჯარით გაცემის შედეგად წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები საშემოსავლო გადასახადის მიზნებისთვის
გაითვალისწინეთ, აღნიშნული კითხვარი განსაზღვრავს ფიზიკური პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ქონების გაქირავებისას/იჯარით გაცემისას წარმოშობილ საგადასახადო ვალდებულებებს საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის მიზნებისთვის.
კითხვარი არ მოიცავს:
• ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ საქმიანობებს, როგორიცაა საკურორტო ზონებში მდებარე საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემა;
• საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ შეღავათებს;
• ისეთ შემთხვევებს, როდესაც საკითხის შინაარსის/ფორმის სპეციფიკიდან გამომდინარე იკვეთება განსხვავებული ფაქტობრივი გარემოება, რა დროსაც შესაძლოა მოხდეს ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლა.

კითხვარი მუშაობს სატესტო რეჟიმში. გთხოვთ, თქვენი რეკომენდაციები და წინადადებები დააფიქსიროთ უკუკავშირის მეშვეობით.