მოგესალმებით, გაცნობებთ, რომ ვებგვერდის გაუმჯობესების მიზნით მიმდინარეობს მომხმარებელთა ონლაინ გამოკითხვა. გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი შეხედულება ვებგვერდით სარგებლობასთან დაკავშირებით. გაცნობებთ, რომ თქვენი პასუხები სრულად ანონიმურია.
თქვენი შეფასება მიღებულია
მადლობას გიხდით რომ გვეხმრებით სერვისის გაუმჯობესებაში
ქონების გადასახადის მიზნებისთვის ფიზიკური პირისთვის შემოსავლის გამომთვლელი
მიმდინარე წლის ქონებაზე (გარდა მიწისა) ქონების გადასახადის ვალდებულების დასადგენად, შეიტანეთ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრ(ებ)ის მიერ წინა კალენდარული წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებული შემოსავალი სახეების მიხედვით. შემოსავლის სწორად დათვლის მიზნით, შეავსეთ მხოლოდ ის გრაფა, რომელიც აღწერს თქვენი შემოსავლის სახეს. ამასთან, თუ შემოსავლის სახე ემთხვევა რამდენიმე გრაფის დასახელებას, მონაცემი შეიყვანეთ ერთ-ერთ გრაფაში.
გაითვალისწინეთ
საქართველოს მოქალაქე არარეზიდენტ ფიზიკურ პირთან მიმართებით შემოსავლები განისაზღვრება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლების მიხედვით.
ოჯახს წარმოადგენს ფიზიკური პირი, მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, ხოლო მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი ჩაითვლება ოჯახის წევრად, თუ პირთან ცხოვრობენ მუდმივად და ეწევიან საერთო მეურნეობას. ამასთან, იხილეთ სიტუაციური სახელმძღვანელო „ქონების გადასახადის მიზნებისთვის მეუღლეთა შემოსავლის გაანგარიშება N1432“.
ერთობლივ შემოსავალში არ შეიტანება:
ოჯახის წევრებისაგან მემკვიდრეობით, ჩუქებით ან განქორწინების საფუძველზე მიღებული ქონების ღირებულება;
ფიზიკური პირის მიერ (მათ შორის, I რიგის მემკვიდრის მიერ ჯამურად თავისი და მამკვიდრებლის) 2 წელზე მეტი ვადით მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის (სახლის) რეალიზაციით მიღებული შემოსავალი;
ფიქსირებული გადასახადის გადამხდელისა და მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ აღნიშნული ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი;
ამ კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ1“ და „ბ2“ ქვეპუნქტების შესაბამისად საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან გათავისუფლებული შემოსავალი;
კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქონების თავდაპირველი რეალიზაციით მიღებული შემოსავალი;
დაქირავებულის მიერ დამქირავებლის ავტომობილის პირადი სარგებლობისათვის გამოყენებით მიღებული სარგებელი.
კითხვარი მუშაობს სატესტო რეჟიმში. გთხოვთ, თქვენი რეკომენდაციები და წინადადებები დააფიქსიროთ უკუკავშირის მეშვეობით.
ფიზიკური პირის შემოსავლის გამომთვლელი ქონების გადასახადის მიზნებისთვის
გაითვალისწინეთ:
მიმდინარე წლის ქონებაზე (გარდა მიწისა) ქონების გადასახადის ვალდებულების დასადგენად, შეიტანეთ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრ(ებ)ის მიერ წინა კალენდარული წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებული შემოსავალი სახეების მიხედვით
40 000 ლარიანი ზღვარის დაანგარიშების მიზნებისთვის, შემოსავლებში არ შეიტანება ფიქსირებული გადასახადის გადამხდელისა და მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ აღნიშნული ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი
შემოსავლის სწორად დათვლის მიზნით, შეავსეთ მხოლოდ ის გრაფა, რომელიც აღწერს თქვენი შემოსავლის სახეს. ამასთან, თუ შემოსავლის სახე ემთხვევა რამდენიმე გრაფის დასახელებას, მონაცემი შეიყვანეთ ერთ-ერთ გრაფაში.
დარიცხული ხელფასის ჯამური ოდენობა (ლარი)
პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი (ლარი)
ჩუქებით/მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულება, გარდა ოჯახის წევრ(ებ)ისაგან მიღებულისა (ლარი)
ქონების რეალიზაციით მიღებული შემოსავალი (ლარი)
ინდ. მეწარმის საქმიანობიდან მიღებული საერთო წესით დასაბეგრი შემოსავალი (ლარი)
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით დასაბეგრი შემოსავალი (ლარი)
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით დასაბეგრი შემოსავლის 25% (ლარი)
სხვა შემოსავალი, მათ შორის, ლატარიიდან მიღებული მოგება, ფულადი პრიზი, ალიმენტი, სახელმწიფო პენსია, სახელმწიფო სტიპენდია, მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი, გარდა სხვა გრაფებში ასახული მონაცემისა (ლარი)
ჯამი:
დარიცხული ხელფასის ჯამური ოდენობა (ლარი)
აღნიშნულ გრაფაში შეიტანება დარიცხული ხელფასი, რომელსაც დამსაქმებელი უხდის დასაქმებულს მის მიერ შესრულებული სამუშაოსთვის, მათ შორის, ნებისმიერი საზღაური, სარგებელი, პრემია და ა.შ. საშემოსავლო გადასახადის და საპენსიო შენატანის ჩათვლით.
პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი (ლარი)
ჩუქებით/მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულება, გარდა ოჯახის წევრ(ებ)ისაგან მიღებულისა (ლარი)
აღნიშნულ გრაფაში არ შეიტანება განქორწინების საფუძველზე მიღებული ქონების ღირებულება.
ქონების რეალიზაციით მიღებული შემოსავალი (ლარი)
აღნიშნულ გრაფაში არ შეიტანება ქონების რეალიზაციით მიღებული შემდეგი შემოსავალი:
- პირის მიერ (მათ შორის, I რიგის მემკვიდრის მიერ ჯამურად თავისი და მამკვიდრებლის) 2 წელზე მეტი ვადით მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის (სახლის) რეალიზაციით მიღებული შემოსავალი;
- დროებითი საცხოვრებელი ადგილის სანაცვლოდ ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის, იძულებით გადაადგილებული ფიზიკური პირის მიერ პრივატიზების პროგრამის ფარგლებში მიღებული კომპენსაციები; ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთათვის – დევნილთათვის სახელმწიფოს მიერ გადაცემული ქონების ღირებულება და ამ ქონების თავდაპირველი რეალიზაციით მიღებული შემოსავალი.
ინდ. მეწარმის საქმიანობიდან მიღებული საერთო წესით დასაბეგრი შემოსავალი (ლარი)
აღნიშნულ გრაფაში შეიტანება დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც შეადგენს სხვაობას კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის. ამასთან, აღნიშნულ გრაფაში არ შეიტანება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმს (მიკრო ბიზნესი, მცირე ბიზნესი, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი) დაქვემდებარებული დასაბეგრი შემოსავალი. იხ. მაგალითი
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით დასაბეგრი შემოსავალი (ლარი)
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით დასაბეგრი შემოსავლის 25% (ლარი)
40 000 ლარიანი ზღვარის დაანგარიშების მიზნებისთვის მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირისათვის შემოსავალში შეიტანება სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული დასაბეგრი შემოსავლის 25 პროცენტი.
სხვა შემოსავალი, მათ შორის, ლატარიიდან მიღებული მოგება, ფულადი პრიზი, ალიმენტი, სახელმწიფო პენსია, სახელმწიფო სტიპენდია, მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი, გარდა სხვა გრაფებში ასახული მონაცემისა (ლარი)
აღნიშნულ გრაფაში არ შეიტანება:
- სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირიდან საქველმოქმედო საქმიანობის ფარგლებში მიღებული სარგებელი;
- მკურნალობის ან/და სამედიცინო მომსახურების ხარჯების დასაფინანსებლად საქველმოქმედო ორგანიზაციიდან მიღებული სარგებელი;
მაგალითი
კოტე რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ. მის მიერ საქართველოში სამეწარმეო საქმიანობიდან, კერძოდ, ტანსაცმლის ვაჭრობიდან მიღებულმა ერთობლივმა შემოსავალმა 2024 წლისთვის შეადგინა 80 000 ლარი, ხოლო ამ შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებულმა დოკუმენტურად დადასტურებულმა ხარჯმა შეადგინა 60 000 ლარი.
კოტეს აქვს თონე, რომელზეც 2023 წლიდან მინიჭებული აქვს ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსი. 2024 წელს თონიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 50 000 ლარი.
შედეგი:
40 000-ლარიანი ზღვარის დაანგარიშების მიზნებისთვის, ინდ.მეწარმის 2024 წლის დასაბეგრ შემოსავალი შეადგენს 20000 (80000-60000) ლარს სხვაობას კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის. ამასთან, აღნიშნული მიზნებისთვის შემოსავალში არ გაითვალისწინება ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავალი 50 000 ლარი, როგორც სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული დასაბეგრი შემოსავალი.