მიწაზე ქონების გადასახადის გამომთვლელი

სერვისის მეშვეობით შეგიძლიათ დაითვალოთ მიწის გადასახადის ოდენობა, სერვისით უხარვეზოდ სარგებლობისთვის, გთხოვთ მიუთითეთ გრაფების შესაბამისი ინფორმაცია სრულყოფილად და გაააქტიურეთ ღილაკი „გამოთვლა“

 

გაითვალისწინეთ

  •   მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი, რომელსაც საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით საკუთრებაში აქვს დასაბეგრი მიწა ან სარგებლობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწით, მფლობელობაში ან/და სარგებლობაში აქვს, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე
  •   ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა - არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა, გადასახადის გადახდის ვადა - არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე
  •   საწარმო/ორგანიზაციის ქონების (მათ შორის მიწის) გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვადა - არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა, მიწაზე ქონების გადასახადის გადახდის ვადა - არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე
  •   მიწაზე ქონების გადასახადის გადახდა ხორციელდება ერთიან სახაზინო კოდზე - 101001000
  •   მიწაზე ქონების გადასახადთან დაკავშირებული შეღავათ(ებ)ის გასაცნობად იხილეთ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლი
  •   თუ შესაბამისი დეკლარაციის წარდგენის/გადასახადის გადახდის ვადის ბოლო თარიღი ემთხვევა არასამუშაო დღეს, ვადა გრძელდება შემდეგი სამუშაო დღის დამთავრებამდე