გაცნობებთ, რომ ვებგვერდის გაუმჯობესების მიზნით მიმდინარეობს მომხმარებელთა ონლაინ გამოკითხვა.
გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი შეხედულება ვებგვერდით სარგებლობასთან დაკავშირებით.
გაცნობებთ, რომ თქვენი პასუხები სრულად ანონიმურია.
ავტოსადგომები (TIR Parks)
სხვა სერვისები
საზღვართან არსებული რიგების მოწესრიგებისა და შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, საბაჟო გამშვები პუნქტების „სარფი“, „ყაზბეგი“, „წითელი ხიდი“, „სადახლო საავტომობილო“, „ლაგოდეხი“, „გუგუთი“, “ნინოწმინდა“, „ვალე“, „კარწახი“ მიმართულებით მიმავალი ყველა სახის სატვირთო ავტომანქანა, მიუხედავად იმისა ცარიელია თუ დატვირთული, გამშვებ პუნქტში გამოცხადებამდე ვალდებულია განთავსდეს საბაჟო გამშვებ პუნქტებთან არსებულ იმ ავტოსადგომებში, რომლებიც აკმაყოფილებენ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე 442-ე დადგენილებით განსაზღვრულ პირობებს და ჩართულნი არიან ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში.
სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც ავტოსადგომზე გამოცხადებას არ ექვემდებარებიან ან/და გადაადგილდებიან პრიორიტეტული წესით
ავტოსადგომზე გამოცხადებას არ ექვემდებარება ქვემოთ ჩამოთვლილი საქონლის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებები:
სტიქიური უბედურებების, ავარიების და კატასტროფების დროს საჭირო საქონლის;
დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონლის;
დიპლომატიური ფოსტისა და საკონსულო ვალიზას;
„სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ“ ევროპული შეთანხმების (ADR) 3.2. თავის A ცხრილით გათვალისწინებული საქონლის;
არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ტვირთის;
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) ოპერაციის ფარგლებში გადაადგილებული საქონლის.
ცოცხალი მცენარეებისა და ცხოველების და მცენარეული და ცხოველური წარმოშობის მალფუჭებადი
საქონლის (ინფო hoverze-იხილეთ „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის №2- I-01 და №2-I-02 დანართებით;
ორგანოთერაპიისათვის განკუთვნილი ორგანოების, თერაპიული ან პროფილაქტიკური მიზნებისათვის განკუთვნილი ადამიანური ან ცხოველური წარმოშობის ნივთიერებების;
მასობრივი ინფორმაციის შემცველი საქონლის;
საფოსტო გზავნილების;
ექსპორტის პროცედურაში დეკლარირებული საქონლის
ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის კუთვნილი/მფლობელობაში არსებული საქონლის;