საიტის მოხმარების ინსტრუქცია
ცხელი ხაზი: 2 299 299
ვერსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
A
A

უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსი

უფლებამოსილი ექსპორტიორი - სტატუსი, რომელიც ექსპორტიორ კომპანიას აძლევს უფლებამოსილებას თავად შეადგინოს საქონლის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი - „წარმოშობის დეკლარაცია“.

სტატუსით სარგებლობა შესაძლებელია:

  • ქართული პრეფერენციული წარმოშობის საქონლის ექსპორტისას ევროკავშირის ქვეყნებში
  • („ერთის მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორეს მხრივ საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ (2014 წლის 27 ივნისი) ფარგლებში (შეთანხმების ტექნიკური ნაწილი - „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება“ (DCFTA) ძალაშია 2014 წლის 1 სექტემბრიდან)

  • ქართული პრეფერენციული წარმოშობის საქონლის ექსპორტისას თურქეთის რესპუბლიკაში
  • („საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 2007 წლის 21 ნოემბრის შეთანხმების ფარგლებში)

  • ქართული პრეფერენციული წარმოშობის საქონლის ექსპორტისას ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნებში (იგივე „EFTA“ სახელმწიფოები: ისლანდია, ლიხტენშტაინის სამთავრო, ნორვეგიის სამეფო, შვეიცარიის კონფედერაცია)
  • („ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნებსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 2016 წლის 27 ივნისის შეთანხმების ფარგლებში)

    უფლებამოსილ ექსპორტიორს შეუძლია ისარგებლოს აღნიშნული შეთანხმებებით გათვალისწინებული პრეფერენციული რეჟიმით, მის მიერვე შედგენილი „წარმოშობის დეკლარაციის“ საფუძველზე და შესაბამისად, არ აიღოს წარმოშობის სერტიფიკატი EUR.1 ყოველი ექსპორტის განხორციელებისას.

    წარმოშობის დეკლარაციის ტექსტი

    "ამ საბუთით (საბაჟოს მიერ გაცემული უფლებამოსილების N… (1)) წარმოდგენილი საქონლის ექსპორტიორი აცხადებს, რომ ეს საქონელი არის ... (2) შეღავათიანი/პრეფერენციალური წარმოშობის თუ სხვა რამ არ არის პირდაპირ მითითებული".

    …………………………………………………………….......

    (ადგილი და თარიღი)

    ...………………………………………………………………

    (ექსპორტიორის ხელმოწერა, ასევე იმ პირის სახელი, რომელიც ხელს აწერს დეკლარაციას, გარკვევით უნდა იყოს მითითებული)

    English version

    The exporter of the products covered by this document (customs authorization No ...(1)) declares that, except where otherwise clearly indicated, these products are of ...(2) preferential origin.

    წარმოშობის დეკლარაციის შედგენა

    წარმოშობის დეკლარაციის შედგენა ხორციელდება ანგარიშ-ფაქტურაზე, მიწოდების შეტყობინებაზე ან ნებისმიერ სხვა კომერციულ დოკუმენტზე, რომელიც აღწერს მოცემულ პროდუქციას ისეთი დეტალებით, რაც იძლევა მისი იდენტიფიკაციის საშუალებას.

    წარმოშობის დეკლარაციას ადგენს:

  • უფლებამოსილი ექსპორტიორი ნებისმიერი ღირებულების საქონლის ექსპორტზე
  • ნებისმიერი ექსპორტიორი ნებისმიერი ისეთი პარტიისა, რომელიც შედგება ერთი ან მეტი წარმოშობის მქონე პროდუქციისაგან, რომელთა საერთო ღირებულება არ აღემატება 6 000 ევროს.
  • შენიშვნა: წარმოშობის დეკლარაცია დამოწმებული უნდა იყოს ექსპორტიორის ორიგინალი ხელმოწერით, თუმცა, უფლებამოსილი ექსპორტიორი თავისუფლდება სავალდებულო ხელმოწერისგან იმ შემთხვევაში, როდესაც აღებული აქვს პასუხისმგებლობა მისთვის მინიჭებული ავტორიზაციის ნომრის გამოყენებაზე.

    უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის მინიჭების პირობები:

    სტატუსის მინიჭების პირობები განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №420 დადგენილებით („საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმის, მისი შევსებისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“):

  • რეგისტრაცია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-5, მე-11, მე-19, 21-ე და 24-ე ნაწილებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ძალაში შესული გადაწყვეტილების არარსებობა, ან სამართალდარღვევის გამოვლენიდან უწყვეტი 12 თვის გასვლა
  • აღიარებული საგადასახადო დავალიანების არქონა (გარდა იმ შემთხვევისა, როცა არსებობს აღნიშნული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ან „საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება)
  • ბოლო უწყვეტი 12 თვის განმავლობაში საქართველოდან პრეფერენციული წარმოშობის საქონლის ექსპორტის განხორციელება არანაკლებ 6-ჯერ და არანაკლებ 100 000 ლარის საერთო ღირებულებით
  • საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება
  • სტატუსის მისაღებად განცხადების წარდგენა

    უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის მისაღებად შემოსავლების სამსახურში განცხადებისა განცხადების ფორმა და თანმხლები დოკუმენტაციის წარდგენა შესაძლებელია როგორც მატერიალური, ასევე, ელექტრონული ფორმით (გადავიდეს ლინკზე).

    ექსპორტიორის განაცხადს თან უნდა ერთოდეს:

  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან
  • დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდება ექსპორტის სასაქონლო ოპერაციით გასატანი, ექსპორტიორის განაცხადში მითითებული საქონლის პრეფერენციული წარმოშობა
  • შემოსავლების სამსახური ექსპორტიორის განაცხადის მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე.

    საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია აღნიშნული ვადის არა უმეტეს 30 კალენდარული დღით გაგრძელება.

    შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით, პირს უფლებამოსილი ექსპორტიორის სტატუსთან ერთად ენიჭება ავტორიზაციის ნომერი, რომელსაც იგი მიუთითებს წარმოშობის დეკლარაციაში.

    უფლებამოსილი ექსპორტიორი ვალდებულია:

  • წარმოშობის დეკლარაცია შეადგინოს მხოლოდ პრეფერენციული წარმოშობის საქონელზე;
  • შემოსავლების სამსახურის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს მას ექსპორტიორის განაცხადში ან/და მის მიერ შედგენილ წარმოშობის დეკლარაციაში მითითებულ საქონელთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტაცია/ინფორმაცია;
  • უზრუნველყოს მის მიერ შედგენილი წარმოშობის დეკლარაციების და მასთან დაკავშირებული დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით შენახვა;
  • საქონელთან დაკავშირებული, ექსპორტიორის განაცხადში ან/და თანდართულ დოკუმენტაციაში მითითებული მონაცემების ცვლილების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს შემოსავლების სამსახურს არა უგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში.
  •  დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: 2261250

    უფლებამოსილი ექსპორტიორი

    text