საიტის მოხმარების ინსტრუქცია
ცხელი ხაზი: 2 299 299
ვერსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
A
A

ინფორმაციის განახლების თარიღი: 16 აგვისტო 2012

ბიზნესის დახურვა

სამეწარმეო საქმიანობის შეწყვეტის შესახებ პირი წერილობით მიმართავს  საგადასახადო ორგანოს.

საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში:

  • ინდივიდუალური მეწარმე -  საქმიანობის შეწყვეტის განაცხადის წარმოდგენის შემდეგ საქმიანობის შეწყვეტის თარიღიდან 30 სამუშაო დღის ვადაში წარმოადგენს საქმიანობის შეწყვეტის დეკლარაციას
  • თუკი გადამხდელი არ განაახლებს საქმიანობას შეწყვეტის წლიური დეკლარაციის წარმოდგენის შემდეგ, მას ყოველწლიურად დეკლარაციის წარმოდგენის ვალდებულება არ ეკისრება
  • იურიდიული პირი -   პირი ვალდებულია ლიკვიდაციის  გადაწყვეტილების მიღება წერილობით დაუყოვნებლივ აცნობოს საგადასახადო ორგანოს. ამასთან, გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის ვადაში ორგანიზაცია წარმოადგენს მიმდინარე წლის მოგებისა და ქონების წლიურ დეკლარაციებს.
  • მიკრო ან მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი საქართველოში   ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტისას საგადასახადო ორგანოს 30 სამუშაო დღის ვადაში წარუდგენს დეკლარაციას. 
  • ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირის მიერ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის შეწყვეტისას, აღნიშნული სტატუსის გაუქმების მიზნით განცხადებით მიმართავს საგადასახადო ორგანოს არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა.
  • მეწარმე იურიდიული პირის ლიკვიდაციას (საიდენტიფიკაციო კოდის გაუქმებას) ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (www.napr.gov.ge    მის: საქართველო, ქ. თბილისი, 0102, წმ. ნიკოლოზის/ნ. ჩხეიძის N2);

    text