საიტის მოხმარების ინსტრუქცია
ცხელი ხაზი: 2 299 299
ვერსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
A
A

ინფორმაციის განახლების თარიღი: 07 სექტემბერი 2017

საბაჟო საწყობი

საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე არსებული, ტერიტორიულად განცალკევებული შენობა-ნაგებობების ან/და მიწის ნაკვეთისაგან შემდგარი ტერიტორია, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება ან განხორციელდება ნებართვით განსაზღვრული საქმიანობა. აღნიშნული ტერიტორია უნდა იყოს ერთიანი და შემოსაზღვრული;

საწყობის საქმიანობა

საწყობში შესაძლებელია:

  • საქონლის შენახვა, რომელიც მოქცეულია საწყობის სასაქონლო ოპერაციაში;
  • საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონლის სასაქონლო ოპერაციის სახის განსაზღვრის დასრულებამდე დროებით შენახვა;
  • იმ საქონლის დროებით შენახვა, რომლის მიმართაც უკვე განსაზღვრულია სასაქონლო ოპერაცია;
  • სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის დროებით შენახვა, რომლის მიმართაც უკვე განსაზღვრულია სასაქონლო ოპერაცია;
  • საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დროებით გაჩერება;
  • საგადასახადო ორგანოს თანხმობით:
  • საქართველოს საქონლის  3 თვემდე ვადით შენახვა;
  • საქართველ ოს საბაჟო ტერიტორიაზე შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული უცხოური საქონლის შენახვა ამ საქონლის საბაჟო საწყობში გადამუშავებისას;
  • საბაჟო საწყობის საქმიანობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

    ყურადღება!

    საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, მიმდინარე წლის 14 ივლისიდან:

  • საბაჟო საწყობში საქონლის დროებითი შენახვის ვადა 180 დღეა. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია გაიზარდოს აღნიშნული ვადა არაუმეტეს 180 დღით.
  • საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის შენახვის ვადა 2 წელს არ უნდა აღემატებოდეს. დეკლარანტმა შეიძლება გააგრძელოს ეს ვადა შეუზღუდავი რაოდენობით, იმ პირობით, რომ თითოეული გაგრძელებული ვადა 2 წელს არ უნდა აღემატებოდეს.
  • ზემოთ მითითებული ვადების მოქმედება იმ საქონელზე, რომელიც საბაჟო საწყობში ან საქონლის შენახვის სხვა ადგილზე მიბარებულია ამ კანონის ამოქმედებამდე (მ/წ 14 ივლისამდე) ვრცელდება 2018 წლის პირველი იანვრიდან.

    გთხოვთ, გაითვალისწინოთ ის გარემოება, რომ საგადასახადო ორგანოს ინიციატივით  საქონლის განკარგვის ღონისძიებები (საქონლის განადგურება, საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა), ხორციელდება აგრეთვე იმ საქონლის მიმართ, რომელზედაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ განსაზღვრულა სასაქონლო ოპერაცია (მათ შორის, დროებით შენახულ საქონელზე), ან რომელზედაც ამოწურულია საწყობის სასაქონლო ოპერაციაში შენახვის ვადა და არ არის განხორციელებული აღნიშნული ვადის გაგრძელება ან არაა განსაზღვრული სხვა სასაქონლო ოპერაცია.

    საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის გაცემა

    ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელი შემოსავლების სამსახურს წარუდგენს წერილობით განცხადებას, რომლის წარდგენა, წარმოებაში მიღება და განხილვა ხორციელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

     ნებართვის მაძიებლის განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:

  • შესაბამისი საქმიანობისათვის „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი-1000  ლარის ოდენობით;
  • საბაჟო საწყობისათვის  განკუთვნილი მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან სარგებლობის ექსკლუზიური უფლების დამადასტურებელი ხელშეკრულება (საბაჟო საწყობის შემთხვევაში – ნებართვის მისაღებად განცხადების შეტანიდან არანაკლებ 12 თვის ვადით.) და ხელშეკრულების მხარის საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
  • საბაჟო საწყობისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობის ან/და ასაშენებელი შენობა-ნაგებობის, მიწის ნაკვეთის კომპიუტერული ტექნოლოგიის გამოყენებით შედგენილი, ქაღალდზე ამობეჭდილი ან/და ელექტრონული დეტალური სიტუაციური გეგმა (ნახაზი), შესაბამისი განმარტებებით (დამოწმებული ნახაზის შემდგენლის ხელმოწერითა და  არსებობის შემთხვევაში, ასევე ორგანიზაციის ბეჭდით) და ტექნოლოგიური სქემა;
  • „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციით  განსაზღვრული გარანტია-200 000 ლარის  ოდენობით;
  • წერილობითი ინფორმაცია საბაჟო საწყობის, მის ტერიტორიაზე არსებული სათავსის (სათავსში განთავსებული სათავსების გარდა) შესასვლელისა და გასასვლელის, აგრეთვე დათვალიერების, სინჯის ან/და ნიმუშის აღების განხორციელების, გადატვირთვის ოპერაციების განხორციელების ადგილის გამოსახულების ვიდეოჩამწერი საშუალებებით აღჭურვის შესახებ;
  • საყარი ან/და თხევადი საქონლის შენახვის შემთხვევაში – შესაბამისი სათავსის ან/და ასაშენებელი სათავსის და მასთან დაკავშირებული მიწისზედა და მიწისქვეშა საკომუნიკაციო და სხვა დანიშნულების სისტემების/ინფრასტრუქტურის, კომპიუტერული ტექნოლოგიის გამოყენებით შედგენილი, ქაღალდზე ამობეჭდილი ან/და ელექტრონული დეტალური სიტუაციური გეგმა (ნახაზი), შესაბამისი განმარტებებით (დამოწმებული ნახაზის შემდგენლის ხელმოწერითა და  არსებობის შემთხვევაში, ასევე ორგანიზაციის ბეჭდით) და ტექნოლოგიური სქემა;
  • მონაცემები დათვალიერებისა და სინჯის ან/და ნიმუშის აღების ადგილის შესახებ, რომლითაც დასტურდება, რომ ეს ადგილი განთავსებულია ნებართვით გათვალისწინებული საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე, აკმაყოფილებს საბაჟო საწყობში არსებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების სპეციფიკის გათვალისწინებით დათვალიერების პირობებს, გადახურულია და არ გამოიყენება საქონლის შესანახად. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო საწყობში შეინახება მხოლოდ სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 ან/და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) ან/და 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები, ასევე საყარი, თხევადი ან/და დაბალ ტემპერატურულ რეჟიმში შესანახი საქონელი
  • ნებართვის მაძიებელზე, რომელიც აკმაყოფილებს სანებართვო პირობებს, საბაჟო საწყობის საქმიანობისათვის  ნებართვა გაიცემა ერთჯერადად, განუსაზღვრელი ვადით

    შენიშვნა

    აკრძალულია ნებართვის სხვა პირისათვის გადაცემა.

    საბაჟო საწყობის სანებართვო პირობები

    საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია:

  • დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მიღებისათვის დადგენილი პირობები და შეასრულოს საგადასახადო ორგანოს მოთხოვნები;
  • საბაჟო საწყობის საქმიანობის განხორციელება დაიწყოს არაუგვიანეს ნებართვის მიღებიდან 12 თვის განმავლობაში და დაწყებული საქმიანობა არ შეაჩეროს უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში;
  • ხელი არ შეუშალოს საბაჟო კონტროლის განხორციელებას;
  • მოაწყოს საბაჟო საწყობი ისე, რომ გამოირიცხოს საქონლის, სატრანსპორტო საშუალების შემოტანა ან/და გატანა კონტროლის გვერდის ავლით და დაიცვას საბაჟო საწყობში შენახვის სათანადო პირობები;
  • დაიცვას საბაჟო საწყობში შესაბამისი სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები, გამორიცხოს დაბინძურების ყველა პოტენციური წყაროს არსებობა, სურსათის, ფიტოსანიტარიულ ან/და ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ან სხვა სპეციფიკური საქონლის შენახვის შემთხვევაში – უზრუნველყოს აღნიშნული საქონლის სხვა პროდუქტებისაგან განცალკევებულ ადგილზე შენახვა და შენახვისათვის საჭირო სათანადო პირობების დაცვა;
  • საქონლის დაკარგვის ან დანაკლისის (რომელიც აღემატება საქონლის ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალურ პირობებში დანაკარგებით დაშვებულ ნორმებს) აღმოჩენის შემთხვევაში, დანაკლისის შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურებული აქტის შესაბამისად, გადაიხადოს იმპორტის გადასახდელები იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გადაიხდებოდა იმპორტის გადასახდელები ამ საქონლის იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევისას;
  •  საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს უსასყიდლოდ გამოუყოს საბაჟო კონტროლის პროცედურებისათვის აუცილებელი სათავსი, მოწყობილობები და კავშირგაბმულობის საშუალებები;
  • საბაჟო საწყობის, აგრეთვე მის ტერიტორიაზე არსებული სათავსის (სათავსში განთავსებული სათავსების გარდა) შესასვლელი და გასასვლელი აღჭურვილი ჰქონდეს გამოსახულების ვიდეოჩამწერი საშუალებებით. გამოსახულების ვიდეოჩამწერი საშუალებებით უწყვეტად უნდა ფიქსირდებოდეს (უნდა იძლეოდეს ზუსტი იდენტიფიცირების საშუალებას დღე-ღამის განმავლობაში) ნებართვის მფლობელის მიერ სათავსისათვის მინიჭებული ნომერი, სათავსის შესასვლელი ან/და გასასვლელი, იმ სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი (სანომრე ნიშანი), რომლითაც გადაიზიდება საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი. ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვისათვის განკუთვნილი საბაჟო საწყობის შემთხვევაში, გამოსახულების ვიდეოჩამწერი საშუალებებით უნდა ფიქსირდებოდეს მხოლოდ საბაჟო საწყობის შესასვლელში ან/და გასასვლელში გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი (სანომრე ნიშანი);
  • საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე საქონლის დათვალიერების, სინჯის ან/და ნიმუშის აღების განხორციელების, გადატვირთვის ოპერაციების განხორციელების ადგილი აღჭურვილი ჰქონდეს აღნიშნული პროცედურების გამოსახულების ვიდეოჩამწერი საშუალებებით;
  •  ზედა ორი ქვეპუნქტების შესაბამისად განხორციელებული ვიდეოჩანაწერები შეინახოს არანაკლებ 6 თვის განმავლობაში და, მოთხოვნისამებრ, წარუდგინოს საგადასახადო ორგანოს. მონაცემების (ინფორმაციის) ამოღება შესაძლებელი უნდა იყოს DVD, HDD, USB ან Ethernet ინტერფეისით avi, vcv ან mp4 ფორმატის ფაილებში. ვიდეოჩანაწერები უნდა ინახებოდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს კონკრეტული თარიღის ან/და კონკრეტული საათის შესაბამისი ვიდეოჩანაწერის ნახვა. თუ ტექნიკური ან სხვა მიზეზის გამო შეუძლებელია ვიდეოჩაწერის განხორციელება, ნებართვის მფლობელმა ფაქტის დადგომიდან არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული დღისა უნდა აცნობოს საგადასახადო ორგანოს აღნიშნულისა და ხარვეზის აღმოფხვრის ვადის შესახებ და იმოქმედოს საგადასახადო ორგანოს მითითების შესაბამისად;
  • საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობა უზრუნველყოფილი უნდა ჰქონდეს გარანტიით რომელიც შეადგენს 200 000 ლარს.
  • საბაჟო საწყობისათვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის სარგებლობის ექსკლუზიური უფლების დამადასტურებელი (იჯარა, უზუფრუქტი და სხვ.) ხელშეკრულების დადების შემთხვევაში, აღნიშნული ხელშეკრულება და მხარის საკუთრების უფლების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ნებართვის გამცემს;
  • საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში განახორციელოს საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ნიშანდება იდენტიფიკაციის საშუალებებით, დადგენილი წესის შესაბამისად;
  • ფიტოსანიტარიულ ან/და ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის შენახვის შემთხვევაში, გამოყოს სპეციალური სათავსი, რომელშიც დაცულია შესაბამისი კონტროლის განხორციელებისათვის აუცილებელი პირობები, ხოლო ასეთი სათავსის არარსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მხოლოდ იმ საქონლის შენახვა, რომელზეც დასრულებულია ფიტოსანიტარიული/ვეტერინარული კონტროლის პროცედურები;
  • გამორიცხოს საბაჟო საწყობში შენახული, საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება;
  • უზრუნველყოს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულება.
  • ყურადღება!

    სანებართვო პირობების დარღვევა იწვევს ნებართვის მფლობელის საგადასახადო პასუხისმგებლობას 2000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში საგადასახადო სანქცია შეადგენს 6000 ლარს.

    საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის გაუქმება

    საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვა უქმდება ნებართვის მფლობელის მომართვით ან საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილებით.

    საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის გაუქმებამდე, შესაბამისი საფუძვლის (მათ შორის, ნებართვის მფლობელის მომართვა) არსებობისას:

  • საბაჟო საწყობში საქონლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო წერილობით (რომელიც იგზავნება დაზღვეული ფოსტით) ატყობინებს:
  • საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელს საბაჟო საწყობის    საქმიანობის  ნებართვის    გაუქმების    განზრახვის   თაობაზე   და    განუსაზღვრავს    არა   უმეტეს    6 თვის    ვადას    მასსა    და    საქონლის  დამსაწყობებელს  შორის   წარმოშობილი  სამართლებრივი   ურთიერთობების    დასრულებისთვის,    აგრეთვე    საქონლის    უპატრონოდ     ცნობისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისთვის;
  • იდენტიფიცირებულ დამსაწყობებელს ზემოაღნიშნული ქვეპუნქტით გათვალისწინებული განზრახვის თაობაზე და საქონლის სხვა საბაჟო საწყობში გადატანის ან შესაბამისი სასაქონლო ოპერაციის გამოყენების ვალდებულების შესახებ;
  • საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია, უზრუნველყოს საქონლის დაკარგვის ან დანაკლისის (რომელიც აღემატება საქონლის ბუნებრივი ცვეთით, ტრანსპორტირებით ან შენახვის ნორმალურ პირობებში დანაკარგებით დაშვებულ ნორმებს) აღმოჩენის შემთხვევაში, დანაკლისის შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურებული აქტის შესაბამისად, იმპორტის გადასახდელების გადახდა იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გადაიხდებოდა იმპორტის გადასახდელები ამ საქონლის იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევისას;
  • საქონლის სხვა საბაჟო საწყობში გადატანისას, დამსაწყობებელს უფლება აქვს, საქონლის გადატანის ხარჯების ანაზღაურება მოსთხოვოს საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელს.
  • text