საიტის მოხმარების ინსტრუქცია
ცხელი ხაზი: 2 299 299
ვერსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
A
A

ინფორმაციის განახლების თარიღი: 10 დეკემბერი 2018

ექსპორტი

ექსპორტი ექსპორტის სასაქონლო ოპერაცია საშუალებას იძლევა, საქართველოს საქონელი გატანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ, მათ შორის, დროებით, დაბრუნების პირობით. ექსპორტის სასაქონლო ოპერაცია გამოიყენება, თუ საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას იმავე მდგომარეობაში იყო, რომელშიც ექსპორტის დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს, გარდა ბუნებრივი დანაკარგებით გამოწვეული ცვლილებებისა.

სად და როგორ დეკლარირდება საქონლის ექსპორტი?

ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში საქონლის დეკლარირება ხორციელდება გაფორმების საგადასახადო ორგანოში სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის წარდგენით ან:

ა) საბაჟო გამშვებ პუნქტში სასაქონლო ზედნადების წარდგენით (გარდა შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ან სატრანსპორტო საშუალებების ექსპორტისა). ამასთან, თუ საქონლის ექსპორტი ექვემდებარება ლიცენზირებას ან/და ნებართვას ან/და სერტიფიცირებას ან/და სხვა არასატარიფო ღონისძიებას, შესაბამისი დოკუმენტები საბაჟო გამშვებ პუნქტს წარედგინება სასაქონლო ზედნადებთან ერთად, ხოლო საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 2201 10 190 01 და 2201 10 190 02 სასაქონლო ქვესუბპოზიციებით გათვალისწინებულ, არანაკლებ 1 000 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელზე აგრეთვე წარედგინება შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი: მწარმოებლის მიერ გაცემული შესაბამისობის დეკლარაცია ან სერტიფიკაციის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისობის სერტიფიკატი;

ბ) მრგვალი ხე-ტყის (მორი), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის შემთხვევაში − საბაჟო გამშვებ პუნქტში ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების წარდგენით, რომელთან ერთადაც წარედგინება შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ხე-ტყის წარმოშობის ან შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) საბაჟო გამშვებ პუნქტში წერილობითი (გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის ან ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის წარდგენით) ან ზეპირი დეკლარირებით – ფიზიკური პირის მიერ 15 000 ლარზე ნაკლები საბაჟო ღირებულების საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას (გარდა შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ან სატრანსპორტო საშუალების ექსპორტისა), ან საქართველოდან მუდმივად საცხოვრებლად გასვლისას პირადი ნივთების (გარდა სატრანსპორტო საშუალებისა), ავეჯის, საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონლის გატანის შემთხვევაში;

დ) სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურებში განთავსებულ გაფორმების ადგილებში – ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციის წარდგენით – სეს ესნ-ის 8429, 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელების და ნახევრადმისაბმელების ექსპორტისას.

ე) გაფორმების საგადასახადო ორგანოში გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის ან საფოსტო გზავნილების დეკლარაციის წარდგენით – საფოსტო გზავნილით გასატანი საქონლის შემთხვევაში.

რა დოკუმენტების წარდგენაა საჭირო ექსპორტის სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას?

 სატრანსპორტო დოკუმენტი (გარდა ექსპორტისათვის განკუთვნილი საყარი საქონლის ან შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული სარკინიგზო ვაგონების გადამუშავებით მიღებული, ექსპორტისათვის განკუთვნილი შავი ლითონის ჯართის საქართველოდან საზღვაო გზით გასატანად, სატრანსპორტო საშუალებაში მათ ჩატვირთვამდე საბაჟო დეკლარაციის წარდგენის შემთხვევისა):

ა) საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატრანსპორტო ზედნადები ან TIR-წიგნაკი;

ბ) საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – კონოსამენტი;

გ) საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – ავიაზედნადები;

დ) სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს

სარკინიგზო ზედნადები; - საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულება ან ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი), ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი;

 ლიცენზია/ნებართვა/სერტიფიკატი კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში;

– საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8429, 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავას შემთხვევაში – მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე – სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სპეციალისტის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმების საფუძველზე შედგენილი „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტი (ფორმა 2)“;

– სეს ესნ-ის 8711 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებულ მოტოციკლებზე (მოპედების ჩათვლით) (ძრავას ცილინდრების მუშა მოცულობით არაუმეტეს 50 სმ3-ისა, ხოლო ელექტროძრავას შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრით არაუმეტეს 4 კვტ-ისა) იმპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას (გარდა ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა) – სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობა ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან დადგენილი წესის შესაბამისად აკრედიტებული პირების ან შესაბამისი მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოში არსებული წარმომადგენლობის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც შეიცავს სატრანსპორტო საშუალების მონაცემებს (საიდენტიფიკაციო (VIN/შასის) ნომერი, გამოშვების წელი, ძრავას მოცულობა, მარკა, მოდელი).

– შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ან/და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის ექსპორტის შემთხვევაში – მომსახურების ტარიფის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; - საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 2201 10 190 01 და 2201 10 190 02 სასაქონლო ქვესუბპოზიციებით გათვალისწინებული, არანაკლებ 1 000 ლარის საბაჟო ღირებულების საქონლის ექსპორტის შემთხვევაში − შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი: მწარმოებლის მიერ გაცემული შესაბამისობის დეკლარაცია ან სერტიფიკაციის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისობის სერტიფიკატი;

– საყარი საქონლის ან შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული სარკინიგზო ვაგონების გადამუშავებით მიღებული, ექსპორტისათვის განკუთვნილი შავი ლითონის ჯართის საქართველოდან საზღვაო გზით გასატანად, სატრანსპორტო საშუალებაში მათ ჩატვირთვამდე საბაჟო დეკლარაციის წარდგენის შემთხვევაში – საქონლის რაოდენობის განსაზღვრის თაობაზე სურვეირული კომპანიის აქტი

– მრგვალი ხე-ტყის (მორი), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის ექსპორტის შემთხვევაში − შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ხე-ტყის წარმოშობის ან შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი;

– მკაცრად შეზღუდული საშიში ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების ექსპორტის შემთხვევაში – იმპორტიორი ქვეყნის წინასწარი თანხმობა, სადაც მინიშნებული იქნება, რომ იმპორტიორი მხარის ან სხვა ქვეყნის ეროვნული დანიშნული ორგანო თანახმაა როტერდამის კონვენციის III დანართში შესული საშიში ქიმიური ნივთიერების ან პესტიციდის იმპორტზე;

ექსპორტისას, ნებართვების და ლიცენზიების წარდგენა ასლების სახითაა შესაძლებელი თუ ორიგინალის წარდგენაა აუცილებელი?

ექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას ნებართვების და ლიცენზიების წარდგენა შესაძლებელია დეკლარანტის ბეჭდითა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ხელმოწერით დამოწმებული ასლების სახით;

რა ვადაში ხორციელდება საქონლის დეკლარირება?

ექსპორტისათვის განკუთვნილ საქონელზე საბაჟო დეკლარაციის წარდგენა ხორციელდება:

ა) საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლის ფაქტობრივი განთავსების შემთხვევაში − არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა;

ბ) საბაჟო საწყობში საქონლის დროებით შენახვისას − დროებით შენახვის განაცხადის რეგისტრაციის თარიღიდან არაუგვიანეს 180 კალენდარული დღისა, ხოლო შემოსავლების სამსახურის მიერ საბაჟო საწყობში საქონლის დროებით შენახვის ვადის არაუმეტეს 180 დღით გაგრძელების შემთხვევაში – არაუგვიანეს გაგრძელებული ვადისა;

გ) საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ საზღვაო ნავსადგურში განსაზღვრულ ტერიტორიაზე (ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვისათვის განკუთვნილი ტერიტორიის გარდა) საქონლის დროებით შენახვისას – საქონლის ფაქტობრივი განთავსების დღიდან არაუგვიანეს 90 კალენდარული დღისა;

დ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განლაგებული რკინიგზის სადგურების სალიანდაგო ნაწილში საქონლის დროებით შენახვისას – საქონლის ფაქტობრივი განთავსების დღიდან არაუგვიანეს 90 კალენდარული დღისა;

ე) გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეულ საქონელზე ექსპორტის გამოყენებისას – გადამუშავების ვადის გასვლამდე;

ვ) თავისუფალი ზონის ტერიტორიაზე თავისუფალი ზონის შექმნამდე შეტანილ საქართველოს საქონელზე – თავისუფალი ზონის ფუნქციონირების დაწყებიდან არაუგვიანეს 90 კალენდარული დღისა.

ექსპორტისათვის განკუთვნილი საყარი საქონლის ან შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული სარკინიგზო ვაგონების გადამუშავებით მიღებული, ექსპორტისათვის განკუთვნილი შავი ლითონის ჯართის საქართველოდან საზღვაო გზით გასატანად საბაჟო დეკლარაციის წარდგენა შესაძლებელია სატრანსპორტო საშუალებაში მათ ჩატვირთვამდეც, თუ დეკლარანტი უზრუნველყოფს:

ა) საქონლის წარდგენას საბაჟო კონტროლის ზონაში;

ბ) საქონლის რაოდენობის განსაზღვრის თაობაზე სურვეირული კომპანიის აქტის წარდგენას.

შენიშვნა: თუ დეკლარანტის მიზეზით შეუძლებელია დადგენილ ვადაში ექსპორტის საბაჟო დეკლარაციის წარდგენა, ან ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონელი 5 სამუშაო დღის ვადაში (დროებითი დასაწყობების შემთხვევის გარდა) არ იქნება გატანილი საბაჟო კონტროლის ზონიდან, საგადასახადო ორგანო აცნობებს დეკლარანტს საქონლის განკარგვის შესახებ თავისი განზრახვის თაობაზე და ადგენს ამ პუნქტში აღნიშნული ნაკლოვანებების აღმოფხვრის ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს. თუ დადგენილ ვადაში დეკლარანტი არ აღმოფხვრის ნაკლოვანებებს ან არ მოითხოვს დეკლარაციის ბათილად ცნობას, შემოსავლების სამსახური ახორციელებს საქონლის განკარგვას.

ვინ ავსებს საბაჟო დეკლარაციას?

– დეკლარანტი, თუ:

ა) პირი დეკლარირებას ახორციელებს თავისი სახელით;

ბ) პირს გააჩნია შემოსავლების სამსახურის შესაბამის სერვერთან მიერთების შესაძლებლობა და აქვს დაშვება „ASYCUDA“-ში ან/და „ORACLE”-ში.

– პირის წარმომადგენელი, თუ:

ა) ამ დეკლარაციის შევსება არ განეკუთვნება საგადასახადო ორგანოს ან სხვა პირის უფლებამოსილებას საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად;

ბ) წარმომადგენელს გააჩნია შემოსავლების სამსახურის შესაბამის სერვერთან მიერთების შესაძლებლობა და აქვს დაშვება „ASYCUDA“-ში ან/და „ORACLE”-ში.

– საგადასახადო ორგანო:

როდესაც დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი თხოვნით მიმართავს საბაჟო დეპარტამენტს საბაჟო დეკლარაციის შევსების თაობაზე;

– საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი: როგორც პირის წარმომადგენელი, ავსებს სასაქონლო საბაჟო დეკლარაციას ამავე საბაჟო საწყობში განთავსებულ საქონელზე, თუ შესრულებულია შემდეგი პირობები:

ა) წინმსწრები სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით საქონელი მოქცეულია საწყობის სასაქონლო ოპერაციაში, ან

ბ) საქონელი საბაჟო საწყობში განთავსებულია დროებით შენახვის განაცხადით.

რა ვადაში უნდა წარედგინოს საბაჟო გამშვებ პუნქტს დეკლარირებული საქონელი?

საბაჟო დეკლარაციის წარდგენით ექსპორტში დეკლარირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტს უნდა წარედგინოს დეკლარაციის/საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის რეგისტრაციიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციის გამოყენებით ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო გამშვებ პუნქტში მიტანის ვადა, მიუხედავად გადაზიდვის მანძილისა, შეადგენს 45 კალენდარულ დღეს, რომელიც აითვლება დეკლარაციის რეგისტრაციის თარიღიდან.

შესაძლებელია თუ არა ექსპორტის სასაქონლო ოპერაციის შეცვლა სხვა სასაქონლო ოპერაციით?

დეკლარანტს შეუძლია ექსპორტის სასაქონლო ოპერაცია, მოტივირებული განცხადების საფუძველზე, შეცვალოს შემდეგი სასაქონლო ოპერაციებით:

ბ) გარე გადამუშავება;

გ) თავისუფალი ზონა.

სად შეიძლება დასაწყობდეს ექსპორტში მოქცეული საქონელი?

საქონლის დროებით შენახვა შესაძლებელია:

  •  საბაჟო საწყობში;
  •  საბაჟო ტერმინალში;
  •  გაფორმების ეკონომიკურ ზონაში;
  •  შენახვის სხვა ადგილზე, სადაც არსებობს საქონლის შენახვის შესაბამისი პირობები.
  • წარედგინება თუ არა დროებით შენახვის განაცხადი?

    საბაჟო დეკლარაციის წარდგენით ექსპორტში დეკლარირებული საქონლის დროებით შენახვისას განაცხადი არ წარედგინება და საქონლის დროებითი შენახვის საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა ხორციელდება დამოწმებული მოწმობით ან დეკლარაციით.

    რა ვადით შეიძლება ინახებოდეს საბაჟო საწყობში ექსპორტში მოქცეული საქონელი?

    საქონლის საბაჟო საწყობში დროებით შენახვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 120 კალენდარულ დღეს. აღნიშნული ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 180 დღით, დროებით შენახვის წინასწარ განსაზღვრული ვადის გასვლამდე, დეკლარანტის ან მისი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე.

    რა გადასახადებია დაწესებული საქონლის ექსპორტის დროს?

    საქონლის ექსპორტი გათავისუფლებულია გადასახდელებისაგან.

    შენიშვნა: შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის ექსპორტისათვის მომსახურების ტარიფი განისაზღვრება შემდეგი მოცულობით:

    ა) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის (შავი ლითონის წარმოების ნარჩენის, ფერადი ლითონების დაუმუშავებელი შენადნობისა და შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული სარკინიგზო ვაგონების გადამუშავებით მიღებული შავი ლითონის ჯართის გარდა) ექსპორტისათვის – 160 ლარის ოდენობით 1 ტონაზე;

    ბ) შავი ლითონის წარმოების ნარჩენის ექსპორტისათვის – 40 ლარის ოდენობით 1 ტონაზე;

    გ) ფერადი ლითონების დაუმუშავებელი შენადნობის ექსპორტისათვის – 50 ლარის ოდენობით 1 ტონაზე;

    დ) შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული სარკინიგზო ვაგონების გადამუშავებით მიღებული შავი ლითონის ჯართის ექსპორტისათვის – 10 ლარის ოდენობით 1 ტონაზე.

    text