საიტის მოხმარების ინსტრუქცია
ცხელი ხაზი: 2 299 299
ვერსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
A
A
ინფორმაციის განახლების თარიღი: 11 სექტემბერი 2017

ქონების გადასახადი

ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადი.

დასაბეგრი:

  • საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (მათ შორის, დაუმთავრებელი მშენებლობა, შენობა-ნაგებობა ან მათი ნაწილი), იახტები (კატარღები), შვეულმფრენები, თვითმფრინავები და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრული მსუბუქი ავტომობილები; არარეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებულ ქონება; ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
  • ანგარიშგების ფორმა და ვადები:

    წარადგენს დეკლარაციას არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოებრისა

    გადასახადის ოდენობას განსაზღვრავს:

    ფიზიკური პირის ქონების გადასახადს გამოიანგარიშებს საგადასახადო ორგანო წარდგენილი დეკლარაციის საფუძველზე.

    გადახდის ვადა:

    გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის  15 ნოემბრისა

    შენიშვნა:

    ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას წარადგენს თუ  ამ პირის ოჯახის მიერ მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები აღემატება 40 000 ლარს.

    ფიზიკური პირებისთვის მიწაზე ქონების გადასახადი

    დასაბეგრი:

    საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით:

  • საკუთრებაში არსებული მიწა;
  •  სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწა, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს;
  • მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთი,  გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.
  • ანგარიშგების ფორმა და ვადები:

    წარადგენს დეკლარაციას არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოებრისა

    გადასახადის ოდენობას განსაზღვრავს:

    ფიზიკური პირის ქონების გადასახადს გამოიანგარიშებს საგადასახადო ორგანო წარდგენილი დეკლარაციის საფუძველზე.

    გადახდის ვადა:

    გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის  15 ნოემბრისა

    გათავისუფლება:

    მიწაზე ქონების გადასახადის გადახდისაგან გათავისუფლებულია:

    2004 წლის 1 მარტის მდგომარეობით ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული 5 ჰექტარამდე ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები;

    მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტი (მიწის ნაკვეთი);

    თვითმმართველი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე მდებარე საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ დადგენილი ფართობის ზღვრული ოდენობის ფარგლებში;

    შენიშვნა

    დადგენილი საგადასახადო შეღავათი არ ვრცელდება პირის მიერ იჯარით, უზუფრუქტით, ქირით ან სხვა ამგვარი ფორმით სხვა პირისთვის გადაცემულ მიწის ნაკვეთზე (ან მის ნაწილზე) ან/და საწარმოს/ორგანიზაციის მიერ ამავე ფორმით გადაცემულ        შენობა-ნაგებობებზე (ან მათ ნაწილზე).

    საწარმოთა ქონების გადასახადი

    დასაბეგრი ქონება:

    რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.

    არარეზიდენტი საწარმო – საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ, რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაციისთვის განსაზღვრულ ქონებაზე (მათ შორის, იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემულ, საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ქონებაზე).

    .

    ანგარიშგების ფორმა და ნაგარიშგების წარდგენის ვადა:

    დეკლარაცია, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას წარადგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა ;

    გადახდის ვადა:

    გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა ;

    არა უგვიანეს საგადასახადო წლის 15 ივნისისა (მიმდინარე გადასახდელის სახით;

    დასაბეგრი ქონება:

    მიწა

    ანგარიშგების ფორმა და ნაგარიშგების წარდგენის ვადა:

    დეკლარაცია, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას წარადგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა ;

    გადახდის ვადა

    საწარმო/ორგანიზაცია მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა

    text