საიტის მოხმარების ინსტრუქცია
ცხელი ხაზი: 2 299 299
ვერსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
A
A

ინფორმაციის განახლების თარიღი: 04 დეკემბერი 2018

პროცედურები

1. საბაჟო გამშვებ პუნქტში:

  •  მოწმდება სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები;
  •  მოწმდება სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული იდენტიფიკაციის საშუალებ(ებ)ის (ნიშნების/ლუქების) მთლიანობა;
  •  საჭიროების შემთხვევაში, ხორციელდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ან/და სათავსოს დამატებითი/ხელახალი ნიშანდება.
  • 2. თუ აღმოჩნდება, რომ სატრანსპორტო საშუალება არ არის ნიშანდებული ან დარღვეულია ნიშანდება ან იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) რეკვიზიტები განსხვავდება გადამაადგილებელი პირის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებში მითითებული რეკვიზიტებისაგან:

  •  საგადასახადო ორგანოს მიერ ხორციელდება სატრანსპორტო საშუალებაში მოთავსებული საქონლის დათვალიერება და საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება გაიშვება დათვალიერების შედეგების მიხედვით;
  •  და ადგილზე დათვალიერება შეუძლებელია, სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება ხელახალ ნიშანდებას და მოწმობით ან რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობით გადაადგილდება უახლოეს ან საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ შერჩეულ საბაჟო ტერმინალამდე ან საბაჟო საწყობამდე ან საქონლის დროებით შენახვის სხვა ადგილამდე.
  • 3. საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებაზე კონტროლი ხორციელდება:

  •  საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით − სატვირთო სატრანსპორტო საშუალებით შემოტანილი საქონლის შემთხვევაში;
  •  TIR-წიგნაკის გამოყენებით − TIR-წიგნაკით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში;
  •  საქართველოს შსს-ს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით − თავისი სვლით გადაადგილებული ცარიელი (საქონლის გარეშე) ავტოსატრანსპორტო საშუალების, მისაბმელისა და ნახევრადმისაბმელის, აგრეთვე თავისი სვლით გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით ფიზიკური პირის მიერ გადაადგილებული კანონმდებლობით განსაზღვრულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი საქონლის შემთხვევაში;
  •  სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით – ფოთის საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული საბაჟო საწყობის ან გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთის“ დანიშნულებით, ან ფოთის საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული საბაჟო საწყობიდან ან გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთიდან“ ფოთის საზღვაო ნავსადგურის დანიშნულებით, ან ფოთის საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული ერთი საბაჟო საწყობიდან იმავე რადიუსში განლაგებულ მეორე საბაჟო საწყობამდე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში;
  •  რკინიგზის ელექტრონული აღრიცხვის მოწმობით – რკინიგზით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში;
  •  საფოსტო გზავნილების ნუსხით – საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საფოსტო გზავნილების შემთხვევაში;
  •  ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციით – ბარგით ან/და ხელბარგით გადაადგილებული საქონლის შემთხვევაში.
  • 4. საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას, თუ არ არსებობს ზოგადი დეკლარირებისას წარსადგენი დოკუმენტები (სატრანსპორტო დოკუმენტი და ნასყიდობის დოკუმენტი), საქონელი (გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულისა) ექვემდებარება სავალდებულო დათვალიერებას ან/და სინჯის/ნიმუშის აღებას და შესაბამისი აქტის შედგენას.

    5. თუ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონელი განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის მფლობელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს უახლოეს საგადასახადო ორგანოს და წარუდგინოს მას საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დამოწმებულია შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ. სხვა შემთხვევაში, საქონელი ჩაითვლება საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გასულად.

    text