12-თებერვალი-2018

გაცნობებთ, რომ 2018 წლის 1 მარტიდან ძალაში შედის ცვლილება საქართველოს 2010 წლის 31 დეკემბრის N426 დადგენილებაში "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამასახურის და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემის წესის, პირობებისა და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ’’. იმ შემთხვევაში, თუ ერთი წლის განმავლობაში, ერთი და იგივე საწარმოდან იმპორტირებულ ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებულ პროდუქტში ორჯერ აღმოჩნდება სალმონელა (salmonella) ან/და ლისტერია მონოციტოგენეზი, სურსათის სააგენტოს გადაწყვეტილებით, ამ პროდუქტის მწარმოებელი საწარმოდან აღნიშნული პროდუქტის იმპორტი ჩერდება ერთი წლის ვადით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ იმპორტის განხორციელების დროს. ცვლილების დანართი იხილეთ აქ

ცნობის ფურცელი
ნოემბერი 2019
ორსაოთხუპაშაკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930