გადამხდელებს უბნის საგადასახადო ოფიცრები დაეხმარებიან

02-სექტემბერი-2011

  შემოსავლების სამსახურის ინიციატივით, ამოქმედდა უბნის საგადასახადო ოფიცრის ინსტიტუტი. საგადასახადო ოფიცრის მთავარი მოვალეობა გადამხდელების დახმარება და პრობლემების მოგვარების კუთხით, კონსულტაციის გაწევა იქნება.

საგადასახადო ოფიცრები უბნების მიხედვით იქნებიან გადანაწილებული. ისინი ყოველდღიურად ფეხით ან საჯარო ტრანსპორტით შემოივლიან უბანს, შეხვდებიან გადამხდელებს და საჭირო დახმარებას გაუწევენ. კონსულტირების პარალელურად, უბნის საგადასახადო ოფიცრები მეწარმეებს შემოსავლების სამსახურში მიმდინარე რეფორმებსა თუ სიახლეებსაც გააცნობენ.

გადამხდელებს ხშირად უჩნდებათ შეკითხვები გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით. ამიერიდან კი პასუხების მიღება და სხვადასხვა ტიპის პრობლემის გადაჭრა ობიექტიდან გაუსვლელად იქნება შესაძლებელი. უბნის საგადასახადო ოფიცრის დახმარებით, რომელიც უახლესი ტექნიკით იქნება აღჭურვილი, გადამხდელებს ადგილზევე შეეძლებათ რამდენიმე მომსახურების მიღება, რაც აქამდე მხოლოდ სერვის ცენტრებში იყო შესაძლებელი. გარდა იმისა, რომ უბნის საგადასახადო ოფიცრები თავად მივლენ გადამხდელებთან,  თითოეულ მეწარმეს ექნება მათი ტელეფონის ნომერი.

უბნის საგადასახადო ოფიცრის ფუნქციაში არ შედის მოქალაქეთა დაჯარიმება. ის  ორიენტირებული იქნება მხოლოდ მეწარმეთა კონსულტირებაზე, მათ დახმარებაზე და  გაფრთხილებით შემოიფარგლება. გადამხდელს შეეძლება ნებისმიერი საკითხის განხილვა საგადასახადო ოფიცერთან, უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში კი ამას არ მოყვება საგადასახადო შემოწმება.

თავდაპირველად, ეს პროექტი მხოლოდ თბილისს მოიცავს, შემდეგ უბნის საგადასახადო ოფიცრის ინსტიტუტი რეგიონებშიც ამოქმედდება. საწყის ეტაპზე პროგრამაში 80 ადამიანი ჩაერთვება. გადამხდელებთან სწორი ფორმით ურთიერთობისათვის უბნის საგადასახადო ოფიცრები შესაბამის ტრეინინგებსაც გადიან.

 


ახალი ამბების
არქივი
მაისი 2020
ორსაოთხუპაშაკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

X
ახალი ამბების გამოწერა