IT კომპანიების საყურადღებოდ!

თუ თქვენ ქმნით ისეთ ტექნოლოგიურ პროდუქტს, რომელიც დაკავშირებულია საგადასახადო სფეროში ეფექტური საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვასთან, პროცესების ავტომატიზაციასა და გამარტივებასთან, მაშინ თქვენთვის  საყურადღებოა შემდეგი განცხადება:
2019 წლის 16-17 ოქტომბერს, თბილისში სასტუმრო ,,ბილტმორ თბილისში” საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაციის (IOTA) ეგიდით, იმართება  საგადასახადო კანონმორჩილების ტექნოლოგიური გადაწყვეტის საკითხზე მიძღვნილი წლიური კონფერენცია და ტექნოლოგიურიგამოფენა/ შოურუმი. ღონისძიების სამუშაო ენა ინგლისურია.
საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაცია - (IOTA) www.iota-tax.org შეიქმნა 1996 წელს. იგი აერთიანებს ევროპის რეგიონის 44 ქვეყნის საგადასახადო ადმინისტრაციას. ორგანიზაციის მიზანია პრაქტიკულ საგადასახადო საკითხებზე დისკუსიისთვის ფორუმის შექმნა, ევროპის საგადასახადო ადმინისტრაციებს შორის თანამშრომლობის განმტკიცება, ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად  განვითარების მხარდაჭერა, საუკეთესო პრაქტიკის იდენტიფიცირება და დანერგვის ხელშეწყობა.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს ორგანიზაციის წევრი ქვეყნების, საერთაშორისო საგადასახადო ორგანიზაციების 150 წარმომადგენელი, შოურუმში წარმოდგენილი იქნება 50-მდე პროგრამული პროდუქტი, როგორც საგადასახადო ადმინისტრაციების, ისე კერძო IT კომპანიების მიერ.
აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობით ქართულ კომპანიებს ეძლევათ შესაძლებლობა გააცნონ საკუთარი პროგრამული პროდუქტი პოტენციურ მომხმარებლებს, დაამყარონ და გააფართოვონ    კონტაქტების ქსელი, გაეცნონ და გაიზიარონ სხვა ქვეყნებში არსებული მიღწევები და სიახლეები.
შოურუმში მონაწილეობის საფასური, ერთ ადამიანზე, შეადგენს 1500 ევროს.
მონაწილეობის მსურველი კომპანიები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) საგადასახადო სფეროსთვის ტექნოლოგიური პროდუქტების შექმნის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება, გაყიდვების მნიშვნელოვანი რაოდენობა, ან უნდა წარმოადგენდეს სტარტაპს.

ბ) შოურუმში წარსადგენი პროგრამული პროდუქტი უნდა შეიცავდეს ინოვაციის ელემენტებს.
მსურველებმა, გთხოვთ, ინგლისურ ენაზე გამოაგზავნოთ ინფორმაცია შემდეგ  მისამართზე TCTS2019@rs.ge  
ა) თქვენი პროდუქტის დეტალური აღწერა; 
ბ) თქვენი პროდუქტით მოსარგებლე პირების ჩამონათვალი, კომპანიის ისტორია.
შოურუმში თქვენთვის უზრუნველყოფილი იქნება ერთი მონიტორი, მაგიდა, კოქტეილის მაგიდა და 2 სკამი, ელექტრო ენერგიის კვების წყარო, ინტერნეტი, ასევე კონფერენციის დღის წესრიგის მიხედვით ლანჩი, შესვენებისას ყავა-ჩაი და ხემსი.
კომპიუტერი და სხვა საჭირო მხარდამჭერი საინფორმაციო მასალა უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მონაწილე კომპანიის მიერ.
შოურუმში მონაწილეობასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით: შემოსავლების სამსახურის თანამშრომელს, ქალბატონ ლელა მარკოზაშვილს, ელ ფოსტა: L.Markozashvili@rs.ge.  , ტელ: +995 577 37 81 81. 


To the attention of IT companies!


If you are creating such technology product, that deals with IT solutions of tax matters, process automatization and simplification , then the following information will be interesting for you:
On October 16-17 Georgia Revenue Service under the auspices of Intra-European Organization of Tax Administrations (further IOTA) will be hosting  annual conference on ``Tax Compliance Technology Showroom``. 
IOTA (www.iota-tax.org) was established in 1996 and counts 44 member tax administrations from Europe. The missions of the organization is to create platform for discussions on different tax issues, to build up cooperation between tax administrations from around the Europe region, to facilitate further development based on individual needs, to identify best practices and encourage their introduction in other administrations.  
Around 150 representatives from member tax administrations and other international tax administrations will participate in the event, around 50 technology products will be demonstrated during the showroom both by tax administrations and private IT companies.  
Participation in the showroom for the Georgian IT companies is a great opportunity for them to introduce their products to the wide range audience and potential customers around the world, also to build a collaborative relationship with their foreign counterparts and to share experiences of other countries.  
Participation fee is 1500 EUR per person.
Working language is English.  
IT companies interested in participating in above event shall meet the following criteria:
a) At least 3 year experience of developing IT products in tax field;
b) Product to be presented at the showroom shall include innovation elements. TCTS2019@rs.ge
If you are interested in participation, please send us below requested information by the following email address: TCTS2019@rs.ge  
a) Detailed description of your technology product;
b) The list of your product users, history of the company; 
During the showroom you will be provided by the one LCD monitor, 1 cocktail table and 2 cocktail chairs, power source of electricity, internet, luch /coffee breaks and dinner.
Computers and other supportive materials shall be provided by the participating companies themselves.  
For further information about participation please contact Ms. Lela MARKOZASHVILI (Advisor, International Relations Department, Revenue Service) either by phone: +995 577 37 81 81 or by email: L.Markozashvili@rs.ge.