ბათუმის გეზში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

14-სექტემბერი-2020

„ბათუმის“ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის გეზში მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის სახელზე გამოგზავნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და მისი კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, 110 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი აღმოაჩინეს.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  გადაეცა.

 

 ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსხური


ახალი ამბების
არქივი
სექტემბერი 2020
ორსაოთხუპაშაკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930

X
ახალი ამბების გამოწერა