მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

11-სექტემბერი-2020

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში კვლავ გამკაცრებულია კონტროლის პროცედურები, როგორც საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების, ასევე სახელნმწიფო საზღვარზე გადაადგილებული საქონლის  მიმართ.

აღნიშნული კონტროლის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,თბილისის აეროპორტის“ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. მებაჟე ოფიცრებმა, ტვირთის საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებები (20 000 ამპულა ნარკოტიკული საშუალება ,,ფენტალინ ციტრატი ''  და 13 500 აბი ფსიქოტროპული მედიკამენტი)  აღმოაჩინეს.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური


ახალი ამბების
არქივი
სექტემბერი 2020
ორსაოთხუპაშაკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930

X
ახალი ამბების გამოწერა