დღგ-ის რეფორმის გაცნობის მიზნით, ბათუმში, ფოთსა და ქუთაისში მეწარმეებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა

05-აგვისტო-2020

დღგ-ის ახალი რეფორმის გაცნობის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინიციატივით, სხვადასხვა რეგიონში გრძელდება სამუშაო შეხვედრები მეწარმე  სუბიექტებთან. დიალოგის ფორმატში, მორიგი შეხვედრები ბათუმში, ფოთსა და ქუთაისში რეგისტრირებულ მეწარმეებთან გაიმართა.  ევროკავშირის დღგ-ის დირექტივებზე დაყრდნობით, საგადასახადო კანონმდებლობაში მიღებული ცვლილებები მთავრობისა და ბიზნეს სექტორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად განხორციელდა.

აღნიშნულ შეხვედრებზე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ მამუკა ბარათაშვილმა დღგ-ის ახალი რეფორმის შესახებ მომზადებული პრეზენტაცია წარადგინა და კომპანიის წარმომადგენლების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული დღგ-ის რეფორმა გააუმჯობესებს საინვესტიციო გარემოს, ხელს შეუწყობს ქართველი და ევროპელი მეწარმეების საქმიან თანამშრომლობას,  ასევე გაამარტივებს საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას, შეღავათებით ისარგებლებენ განათლების, სამედიცინო და სოციალურ სფეროში მოღვაწე კომპანიები, შემცირდება სადავო საკითხები, ამასთან რეფორმა კიდევ უფრო აამაღლებს გადამხდელების ნდობას საგადასახადო ადმინისტრირების მიმართ.

სამუშაო ფორმატში გამართულ შეხვედრებს, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსი რომან ბუღაძე და იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ლევან წითელაშვილი ესწრებოდნენ.

აღნიშნული სახის საინფორმაციო შეხვედრები, გადასახადის გადამხდელებთან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სისტემატურად გაიმართება.

ვრცელი ინფორმაცია აღნიშნული ცვლილებების შესახებ, განთავსებულია შემდეგ ბმულზე:

https://www.rs.ge/6608

 

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური


ახალი ამბების
არქივი
სექტემბერი 2020
ორსაოთხუპაშაკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930

X
ახალი ამბების გამოწერა