ინფორმაციის ავტომატური გაცვლის საერთაშორისო სტანდარტის დანერგვის მიზნით, GIZ-ის მხარდაჭერით შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებისთვის მორიგი საინფორმაციო სემინარი გაიმართა

01-აგვისტო-2020

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერითა და დაფინანსებით, საპილოტე პროექტის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელ პირთათვის მორიგი სამუშაო სემინარი გაიმართა. აღნიშნულ პროექტს საფუძველი 2016 წლის ნოემბერში, თბილისში გამართული გლობალური  ფორუმის პლენარულ სესიაზე ჩაეყარა, სადაც შემუშავებული სტრატეგიის ფარგლებში, საქართველო და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა შეთანხმდნენ ფინანსური ინფორმაციის ავტომატურ რეჟიმში გაცვლის (CRS) საპილოტე პროგრამის (AEOI Pilot Project) დაწყებაზე. აღსანიშნავია, რომ სრული დატვირთვით პროგრამა 2017 წლის ბოლოდან ამუშავდა და 2020 წლის სექტემბერში პირველი ფაზის  დასრულდება მოხდება. რაც შეეხება პროექტის საბოლოო დასრულებას, ეს პროცესი 2023 წლის სექტემბერში, საქართველოს მიერ ინფორმაციის სრული ავტომატური რეჟიმის  გაცვლის დაწყებით იგეგმება. 
შეხვედრის ფარგლებში,  შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელ პირთათვის პირველი ფაზის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებებისა და აქტივობების შესახებ, მოხსენებების წარდგენა მოხდა. მხარეებმა ასევე, იმსჯელეს შემოსავლების სამსახურში ინფორმაციის კონფიდენციალურობისა და მონაცემთა უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტის იმპლემენტაციის პროცესზე, რომლის შედეგადაც უწყებას  ISO 27001 აკრედიტაცია ექნება.
აღნიშნულ შეხვედრას, შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა, სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები და  პროექტის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.


ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური


ახალი ამბების
არქივი
აგვისტო 2020
ორსაოთხუპაშაკვ
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31

X
ახალი ამბების გამოწერა