შემოსავლების სამსახურის უფროსმა სამეგრელოსა და აჭარის რეგიონში საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან გასვლითი თათბირი გამართა

01-აგვისტო-2020

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონასა და სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე, მებაჟე ოფიცრებთან და გეზის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შემოსავლების სამსახურის უფროსმა მოისმინა დეტალური ინფორმაცია COVID-19-ის პანდემიის პირობებში თუ როგორ ხორციელდება საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება, საქართველოს მოქალაქეების მიერ საზღვრის კვეთის პროცედურები. იგი ასევე, გაეცნო მიზნობრივი ტესტირების შედეგებს.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, ლევან კაკავამ მებაჟე ოფიცრების ყოველდღიური საქმიანობა განიხილა და მათ ის მნიშვნელოვანი ღონისძიებები გააცნო, რომლებსაც საბაჟო სერვისებთან დაკავშირებით უწყება ეტაპობრივად განახორციელებს. როგორც მან აღნიშნა, რეგიონებში შეხვედრები რეგულარული ხასიათის იქნება და აქტიური კომუნიკაცია თანამშრომლებთან მომავალშიც გაგრძელდება.
სამუშაო ფორმატში გამართულ შეხვედრებს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსი მამუკა ჯანგულაშვილი, ასევე საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები კახა ბარამია და კიაზო ახალაია ესწრებოდნენ.


ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური


ახალი ამბების
არქივი
აგვისტო 2020
ორსაოთხუპაშაკვ
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31

X
ახალი ამბების გამოწერა