ინფორმაციის ავტომატური გაცვლის საერთაშორისო სტანდარტის დანერგვის მიზნით, GIZ-ის მხარდაჭერით შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო სემინარი გაიმართა

26-ივნისი-2020

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერითა და დაფინანსებით, საპილოტე პროექტის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა გასვლითი სამუშაო სემინარი გაიმართა.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა, ინფორმაციის ავტომატურ რეჟიმში გაცვლის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი, იმპლემენტაციისთვის აუცილებელი კონფიდენციალურობისა და მონაცემთა დაცვის, ასევე შესაბამის მონაცემთა გაცვლისთვის საჭირო, მეორადი კანონმდებლობის პროექტი წარმოადგინეს.

აღნიშნულ სამუშაო შეხვერდას,  შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი სამსონ ურიდია, საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის უფროსი ნოდარ კაკრიაშვილი, სამსახურებრივი მონიტორინგის დეპარტამენტისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)  წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ  ინფორმაციის ავტომატურ რეჟიმში გაცვლის საპილოტე პროექტი წარმოადგენს საქართველოსა და გერმანიას შორის, საგადასახადო მიზნებისთვის ინფორმაციის გაცვლისა და გამჭირვალობის გლობალური ფორუმის თანამშრომლობის  მთავარ მექანიზმს. პროექტის მიზანია საქართველოში  ინფორმაციის ავტომატური გაცვლის საერთაშორისო სტანდარტის დანერგვა.

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური


ახალი ამბების
არქივი
ივლისი 2020
ორსაოთხუპაშაკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

X
ახალი ამბების გამოწერა