მეწარმე სუბიექტების ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით შემოსავლების სამსახურში მორიგი ონლაინ შეხვედრა გაიმართა

29-მაისი-2020

მეწარმე სუბიექტების ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით შემოსავლების სამსახურში მორიგი ონლაინ შეხვედრა გაიმართა შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსმა ლევან დგებუაძემ, ,,ბუღალტერთა კავშირის“ წევრებთან მორიგი ონლაინ კონფერენცია გამართა. ვიდეო კონფერენციას 70-მდე ონლაინსაკომუნიკაციო ჯგუფი დაუკავშირდა.

მხარეებმა ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპით გათვალისწინებულ კომპენსაციებსა და საგადასახადო შეღავათებზე ისაუბრეს.

ლევან დგებუაძემ აღნიშნა, რომ პანდემიის შედეგად დაზარალებულთა მხარდაჭერის სოციალურ-ეკონომიკური პროგრამის ფარგლებში, მაისის თვიდან დაქირავებულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ ისარგებლონ, საქართველოს მთავრობის N286 დადგენილებით გათვალისწინებული კომპენსაციის მიღების უფლებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, დამსაქმებელმა მეწარმე სუბიექტებმა დაქირავებით დასაქმებულთათვის კომპენსაციის გაცემის მიზნით შემოსავლების სამსახურს 30 მაისის ჩათვლით (დადგენილების ამოქმედებიდან - 04.05.2020 წლიდან 6 თვის განმავლობაში) უნდა წარუდგინონ შესაბამისი განაცხადი.

მომსახურების დეპარტამენტის უფროსმა ლევან დგებუაძემ ონლაინ შეხვედრის მონაწილეებს ახალი პროგრამული უზრუნველყობა https://www.rs.ge/kompensacia წარუდგინა, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს თავად გადაამოწმოს კომპენსაციის მიმღებთა რეესტრი. ონლაინ შეხვედრა დიალოგის ფორმატში წარიმართა და ,,ბუღალტერთა კავშირის“ წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური


ახალი ამბების
არქივი
ივლისი 2020
ორსაოთხუპაშაკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

X
ახალი ამბების გამოწერა