შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი RS CAR ყაზბეგში რეგისტრირებულ გადასახადის გადამხდელებს მოემსახურა

21-მაისი-2020

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინიციატივით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთა მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ყაზბეგში რეგისტრირებულ მეწარმე სუბიექტებს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი ადგილზე მოემსახურა.

მეწარმეებს შესაძლებლობა მიეცათ უშუალოდ გაცნობოდნენ მთავრობის მიერ მიღებული, ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპით გათვალისწინებულ კომპენსაციებსა და საგადასახადო შეღავათების შესახებ დაწესებულ რეგულაციებს.

შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მათ  ახალი პროგრამული უზრუნველყობა https://www.rs.ge/kompensacia წარუდგინეს, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს თავად გადაამოწმოს კომპენსაციის მიმღებთა რეესტრი.

შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი (მიკროავტობუსი) აღჭურვილია ყველა თანამედროვე ტექნიკური საშუალებით, რათა გადასახადების გადამხდელებმა შეძლონ, მათთვის მოსახერხებელ ადგილას, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სხვადასხვა სახის ელექტრონული სერვისი.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, მოძრავი სერვისცენტრი კვლავ სისტემატურად, წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიხედვით, გაუწევს მომსახურებას მაღალმთიან რეგიონებს, სადაც არ არის შემოსავლების სამსახურის მომსახურების სერვისცენტრები და რაიონული წარმომადგენლობები.

 

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური

 

 


ახალი ამბების
არქივი
მაისი 2020
ორსაოთხუპაშაკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

X
ახალი ამბების გამოწერა