მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციისა (WCO) და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) ერთობლივი განცხადება

07-აპრილი-2020

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის 183 წევრი ქვეყნის საბაჟო ადმინისტრაციასთან ერთად სრულად იზიარებს და უერთდება მიმდინარე წლის 6 აპრილს, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციისა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას.

აღნიშნულ მიმართვაში მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას ერთობლივად იმუშაონ, რათა მაქსიმალურად გამარტივდეს ვაჭრობა, ისეთ საქონელთან მიმართებაში, როგორიცაა სამედიცინო ინვენტარი, საკვები პროდუქტები და ენერგეტიკა.

მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის გენერალური მდივანის კუნიო მიკურიასა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის რობერტო აზევედოს თქმით, ორივე ორგანიზაცია მჭიდროდ ითანამშრომლებს, რათა მოხდეს საქონლის სასაზღვრო კონტროლისა და გლობალური ვაჭრობის შეფერხების მინიმიზაცია.

ამასთან, აღნიშნული ორგანიზაციები, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, განსაკუთრებით აქტიურად ითანამშრომლებენ COVID-19 პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში.

აღნიშნული მიმართვის ფარგლებში, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაცია (WCO) და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია (WTO) უახლოეს დღეებში, ჩამოაყალიბებენ ერთობლივ კოორდინირებულ მიდგომას იმ ინიციატივების მხარდასაჭერად, რომლებიც ხელს შეუწყობენ ტრანსსასაზღვრო ვაჭრობას, რათა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანმა ტვირთებმა სწრაფად მიაღწიონ საჭიროების ადგილზე, მათ შორის ნაკლებად განვითარებულ და ზღვაზე გასასვლელის არ მქონე ქვეყნებში.

ორგანიზაციებმა უკვე მოუწოდეს წევრი ქვეყნების ადმინისტრაციებს უსწრაფესად მოახდინონ ინფორმაციის გაზიარება, რათა გაიზარდოს გამჭვირვალეობა COVID-19 პანდემიის საპასუხოდ შექმნილ ახალ გლობალურ ვაჭრობისა და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა მიმართებაში.

„იმ ვითარებაში, როცა COVID-19 აგრძელებს გლობალურ გავრცელებას, მთავრობები განიხილავენ ახალ ზომებს მოქალაქეთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დასაცავად, ჩვენ, ჩვენი მანდატის ფარგლებში, მოვუწოდებთ წევრ ქვეყნებს უზრუნველყონ, ისეთი ახალი სასაზღვრო კონტროლის ღონისძიებების გატარება, რომლებიც იქნება მიზნობრივი, პროპორციული, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული.

ამასთან, ჩვენ ვალდებული ვართ თანაბარი დახმარება გავუწიოთ ყველა დაინტერესებულ მხარეს. აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეს ზომები არის დროებითი და უნდა მოიხსნას, მაშინვე, როგორც კი აღარ იქნება მათი საჭიროება, განსაკუთრებით კი, თუ ისინი ზღუდავენ საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებას“, - აღნიშნულია მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციისა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის განცხადებაში. განცხადების სრული ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: http://gov.ge/s/9f132

 

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური


ახალი ამბების
არქივი
მაისი 2020
ორსაოთხუპაშაკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

X
ახალი ამბების გამოწერა