შემოსავლების სამსახურის განცხადება

07-აპრილი-2020

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ ახალი კორონავირუსის  (COVID-19) გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში,  საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული ყველა საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით გადამზიდავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება (მათ შორის სატრანზიტო ავტოსატრანსპორტო და სარკინიგზო-სატვირთო გადაზიდვები) 24-საათიან რეჟიმში, სპეციალურად შემუშავებული პროტოკოლის დაცვით მიმდინარეობს. 

ამავე დროს გაცნობებთ,  რომ აზერბაიჯანის მხრიდან შემოღებული ახალი დროებითი რეგულაციების თანახმად, დღეიდან ორი კვირის განმავლობაში,  საქართველოს საბაჟო საზღვარზე არსებული ყველა საერთაშორისო მიმოსვლის გამშვები პუნქტი - ,,წითელი ხიდი“,  ,,ლაგოდეხი“, ,,სამთაწყარო“ და ,,მტკვარი“  ფიზიკური პირებისა (როგორც საქართველოს, ისე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის)  და მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებისთვის დახურული იქნება.

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური

 


ახალი ამბების
არქივი
მაისი 2020
ორსაოთხუპაშაკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

X
ახალი ამბების გამოწერა