მეწარმე სუბიექტებმა დადგენილი შეღავათით სარგებლობისთვის შემოსავლების სამსახურს განცხადებით უნდა მიმართონ

22-მარტი-2020

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ კიდევ ერთხელ განმარტა იმ შეღავათის შესახებ, რომელიც ტურისტულ სექტორში დასაქმებულ გადამხდელებსა და ასევე, იმ ბიზნესსუბიექტებს შეეხოთ, რომელთაც შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე შეჩერებული აქვთ საქმიანობა.

,,მინდა, მოვუწოდო იმ მეწარმე სუბიექტებს, რომლებიც საქმიანობენ ტურისტულ სექტორში და ვისაც მოუწია საქმიანობის შეჩერება ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების გამო, ისარგებლონ საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული შეღავათებით“, - ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს, სამართალდაცვითი თემატური ჯგუფის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

აღნიშნული შეხვედრა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ლევან კაკავას თქმით, მთავრობის მიერ დაწესებული შეღავათებით სარგებლობისთვის დასახელებულმა მეწარმე სუბიექტებმა შემოსავლების სამსახურს სპეციალური განაცხადის ფორმით უნდა მიმართონ.

„ამისთვის აუცილებელია, მეწარმე სუბიექტებმა შემოსავლების სამსახურს მიმართონ სპეციალური განაცხადის ფორმით, რათა მათ მიმართ არ განხორციელდეს დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები“, – განმარტა შემოსავლების სამსახურის უფროსმა.

შეგახსენებთ, რომ საშემოსავლო და ქონების გადასახადებში დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების გადახდის გადავადების მიზნით შექმნილი ელექტრონული განცხადების ფორმა და შევსების წესი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:

http://gov.ge/s/9c24d

http://gov.ge/s/54407

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ ელექტრონულ მისამართზე info@rs.ge ან ისარგებლეთ საინფორმაციო სატელეფონო ცენტრის მომსახურებით - 2 299 299.

 

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური


ახალი ამბების
არქივი
მაისი 2020
ორსაოთხუპაშაკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

X
ახალი ამბების გამოწერა