ლევან კაკავა: ჩვენ მაქსიმალურად გავამარტივეთ ტვირთების საბაჟო კონტროლის ღონისძიებები

22-მარტი-2020

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს, სამართალდაცვითი თემატური ჯგუფის შეხვედრის ფარგლებში,  რომელსაც ხელმძღვანელობდა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ საგანგებო სიტუაციის გამოცხადების შემდეგ დაწესებულ შეზღუდვებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ  უწყების მიერ  ეფექტურად მიმდინარეობს სატვირთო ავტომობილების გადაადგილების მონიტორინგი.

მისი თქმით, სატვირთო სატრანსპორტო საშუალებებზე, ქვეყანაში შემოსვლისას, მაქსიმალურად ეფექტურად მიმდინარეობს კონტროლის აღსრულების პროცედურები.

„შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, დაწესებული საბაჟო შეზღუდვები არ ეხება სატვირთო ავტოტრანსპორტს. პირიქით, ჩვენ მაქსიმალურად გავამარტივეთ საბაჟო კონტროლის შეზღუდვები, რათა სწრაფად და შეუფერხებლად მოხდეს ტვირთების გადაადგილება“,- განაცხადა ლევან კაკავამ.

საქართველოს საზღვარზე სატვირთო ავტომობილების შემოსვლის წესებთან დაკავშირებით ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.rs.ge/Default.aspx?sec_id=4845&lang=1&newsid=5780

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური


ახალი ამბების
არქივი
მაისი 2020
ორსაოთხუპაშაკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

X
ახალი ამბების გამოწერა