მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული სიგარეტი და თამბაქოს ნაწარმი გამოავლინეს

22-თებერვალი-2020

18-20 თებერვალს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „წითელი ხიდი“, „სარფი“ და ,,სადახლო-საავტომობილო“, სიგარეტისა და თამბაქოს ნაწარმის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის 7 ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების ბარგის, ხელბარგისა და  ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 15,660 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი და თამბაქოს ნაწარმი (34,780 ღერი) აღმოაჩინეს.

სამართალდამრღვევის 2 ფაქტი, კერძოდ, საქართველოსა და თურქეთის მოქალაქეების საქმე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო დანარჩენ 5 ფაქტზე, კანონდამრღვევ აზერბაიჯანისა და საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათას-ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.

 

 

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური

 


ახალი ამბების
არქივი
მარტი 2020
ორსაოთხუპაშაკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

X
ახალი ამბების გამოწერა