სამეგრელოსა და გურიაში უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა

14-თებერვალი-2020

7-13 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა,  ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში და ოზურგეთში,  განხორციელებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, ჯამში 3,030 კოლოფი  უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. საქმეთა მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.

 

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური


ახალი ამბების
არქივი
თებერვალი 2020
ორსაოთხუპაშაკვ
12
3456789
10111213141516
17181920212223
242526272829

X
ახალი ამბების გამოწერა