ვალეში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

14-იანვარი-2020

საბაჟო გამშვებ პუნქტში „ვალე“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის ფიზიკური დათვალიერების შედეგად არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (საერთო წონით 69.05 გრამი) აღმოაჩინეს.

საქონლის საბაჟო ღირებულებამ 9,304.51 ლარი შეადგინა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, შეეფარდა ფულადი ჯარიმა, 9,304.51 ლარის ოდენობით.

 

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური


ახალი ამბების
არქივი
იანვარი 2020
ორსაოთხუპაშაკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

X
ახალი ამბების გამოწერა