აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაცია საქართველოს გამოცდილებას გაეცნო

07-დეკემბერი-2019

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტში გატარებული რეფორმებისა და საბაჟო გამშვებ პუნქტებზე სანიტარული, ვეტერინარული და ფიტოსანიტარული კონტროლის სტანდარტების გაცნობის მიზნით, 6 დეკემბერს,  შემოსავლების სამსახურს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სურსათის უვნებლობის სააგენტოს წარმომადგენლობითი დელეგაცია ესტუმრა.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები  წითელ ხიდზე გაემგზავრნენ და სანიტარული, ვეტერინარული და ფიტოსანიტარული კონტროლისათვის განკუთვნილი, უახლესი ინფრასტრუქტურით აღჭურვილი  სასაზღვრო ინსპექტირების პუნქტი დაათვალიერეს. 
სანიტარული, ფიტოსანიტარული და ვეტერინარული სასაზღვრო კონტროლის ინფრასტრუქტურის აშენება განხორციელდა  ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის -„საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სასაზღვრო გამშვები პუნქტის „წითელი ხიდის“ განვითარების ხელშეწყობის“  საშუალებით. პროექტის მიზანი იყო: ღია და დაცული საზღვრის პრინციპების დანერგვა, აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვრის მართვის უწყებების განვითარება და ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავება. პუნქტი ოფიციალურად  2018 წლის სექტემბერში გაიხსნა.
ამასთან, აღნიშნული პუნქტის ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა ევროკავშირის ექსპერტების შეფასებით სრულად შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს და შეიძლება განხილულ იქნას რეგიონში საპილოტე/საჩვენებელ პროექტად. 

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური

 

 

 


ახალი ამბების
არქივი
სექტემბერი 2020
ორსაოთხუპაშაკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930

X
ახალი ამბების გამოწერა