შემოსავლების სამსახურში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრ კომპანიებთან შეხვედრა გაიმართა

06-ნოემბერი-2019

2019 წლის 6 ნოემბერს, შემოსავლების სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლაშქარაძემ და შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ ზურაბ ძნელაშვილმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან და მის წევრ კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრისას მხარეებმა წარმოებისა და  რეალიზაციის პროცესში არსებული დანაკარგების დაბეგვრასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და მათი გადაწყვეტის გზებზე ისაუბრეს, ასევე, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის პროცესის გამარტივებაზე იმსჯელეს.

,,ჩვენ მზად ვართ ის კონკრეტული პრობლემა რომელიც აქვს ბიზნესს მოგვარდეს. კონსულტაციები მომავალშიც გაგრძელდება და აუცილებლად მივაღწევთ ისეთ დოკუმენტს, რომელიც სასარგებლო იქნება როგორც საგადასახადო ადმინისტრირებისთვის ასევე ბიზნესისთვის.“ - განაცხადა შემოსავლების სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლაშქარაძემ.

შეხვედრა დიალოგის ფორმატში წარიმართა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ დასმულ კითხვებზე სათანადო პასუხები მიეღოთ.

სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მამუკა ბარათაშვილი.

 

 

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური

 


ახალი ამბების
არქივი
ნოემბერი 2019
ორსაოთხუპაშაკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

X
ახალი ამბების გამოწერა