ბიზნესთან დიალოგის ფარგლებში შემოსავლების სამსახურში საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის წევრ კომპანიებთან შეხვედრა გაიმართა

04-ოქტომბერი-2019

2019 წლის 4 ოქტომბერს, შემოსავლების სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლაშქარაძემ და შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ ზურაბ ძნელაშვილმა საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის წევრ კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ხორბლის იმპორტისას იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადებზე, მათ შორის, უქმე და დასვენების დღეებში იმპორტის გადასახდელების გადახდის შესაძლებლობაზე, ასევე სახმელეთო გზით ხორბლის იმპორტის შეზღუდვის მოხსნის საკითხზე და საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების  სასაზღვრო კონტროლის წესის გამარტივების შესაძლებლობაზე.

,,ხორბლით ქვეყნის შეუფერხებელი მომარაგება სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხია და სწორედ ამიტომ, ჩვენი ყველას საერთო ამოცანაა ქვეყნის საზღვარზე გამარტივებული საბაჟო პროცედურებით ხორბლის შემოტანა. რაც შეეხება ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების კონტროლს, შემოსავლების სამსახური გააგრძელებს თანამშრომლობას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან აღნიშნული პროცედურების გამარტივების მიმართულებით“ - განაცხადა შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ ზურაბ ძნელაშვილმა.

შეხვედრა დიალოგის ფორმატში წარიმართა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.

სამუშაო შეხვედრას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირებიც ესწრებოდნენ.

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური


ახალი ამბების
არქივი
მაისი 2020
ორსაოთხუპაშაკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

X
ახალი ამბების გამოწერა