შემოსავლების სამსახურის სამსახურებრივი ძაღლი ,,ნელა“ თანრიგოსანია

04-ოქტომბერი-2019

25-26 სექტემბერს, ქალაქ ვადულ ლუი ვოდაში, მოლდოვას რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციის ორგანიზებითა და მხარდაჭერით,  თამბაქოს ნაწარმის უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე, საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის ფარგლებში, მონაწილე ქვეყნების (რუმინეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის, საქართველოს, საფრანგეთის, თურქეთის, ბულგარეთის, დიდი ბრიტანეთის, ბელორუსის, ლატვიის, აშშ-ს, ავსტრიის, ლიეტუვას, გერმანიის, ესტონეთის, სერბეთის და პოლონეთის) საბაჟო ადმინისტრაციების კინოლოგიურ გუნდებს შორის, თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმის ძებნა/აღმოჩენაზე გაწვრთნილი სამსახურებრივი ძაღლების შეჯიბრი ჩატარდა.

აღნიშნული ღონისძიების გამარჯვებული  პოლონეთის რესპუბლიკის  საბაჟო ადმინისტრაციის კინოლოგიური გუნდი გახდა. მეორე ადგილი მოლდოვას რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციის კინოლოგიურმა სამსახურმა დაიკავა, ხოლო მესამე ადგილი საქართველოს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მთავარ კინოლოგ-ინსტრუქტორს რომან ნიკურაძეს და სამსახურებრივ ძაღლს „ნელას“ერგო.

2 წლის ,,ნელა“ კინოლოგ ოფიცერის  ახალბედა მეგობარია. რომან ნიკურაძე მასთან, სულ რაღაც ოთხი თვეა მუშაობს. ამ ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში ,,ნელამ“ ბევრი კარგი შედეგი აჩვენა. ყოველდღიურად რამდენიმე საათიანი სწავლება აუცილებელი უნარების გამომუშავების მიზნით და შედეგიც სახეზეა.

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური


ახალი ამბების
არქივი
მაისი 2020
ორსაოთხუპაშაკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

X
ახალი ამბების გამოწერა