ქვეყნის საზღვარზე 3 840 ღერი არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის მცდელობა აღიკვეთა

14-სექტემბერი-2019

10-13  სექტემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში:  ,,წითელი ხიდი“ და ,,სარფი“ სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე,  აზერბაიჯანისა და საქართველოს  მოქალაქეების კუთვნილი ხელბარგისა და  ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 3 840 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს, სანქციის სახით შეეფარდათ ფულადი ჯარიმა ათას-ათასი ლარის ოდენობით.

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური


ახალი ამბების
არქივი
მაისი 2020
ორსაოთხუპაშაკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

X
ახალი ამბების გამოწერა