ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს

13-სექტემბერი-2019

 

საბაჟო-გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი“, ოქროს ნაკეთობების ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის ფ.ი.-ს კუთვნილი ავტომობილის დათვალიერების შედეგად, 17 954,53 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (საერთო წონით 186,14 გრამი) გამოავლინეს.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური


ახალი ამბების
არქივი
ოქტომბერი 2019
ორსაოთხუპაშაკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

X
ახალი ამბების გამოწერა