შემოსავლების სამსახურის განცხადება

13-აგვისტო-2019

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ საბაჟო გამშვები პუნქტის „გუგუთის“ მიმართულებით, საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის ს/გზის კმ 85-კმ 98-ზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ხორციელდება გზის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები, რის გამოც, მიმდინარე წლის 19 აგვისტოდან 30 სექტემბრის ჩათვლით, აღნიშნული მიმართულებით, შეიზღუდება მისაბმელიანი და ნახევრად-მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური ყველა დაინტერესებულ პირს სთავაზობს ისარგებლოს სომხეთის რესპუბლიკასთან არსებული ალტერნატიული სახმელეთო საბაჟო გამშვები პუნქტებით - „სადახლო საავტომობილო“ და „ნინოწმინდა“.

 

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური


ახალი ამბების
არქივი
იანვარი 2020
ორსაოთხუპაშაკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

X
ახალი ამბების გამოწერა