შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, უაქციზო საქონლის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს

11-ივლისი-2019

8-10 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული სასაქონლო ზედნადების მონიტორინგის მიზნით გატარებული ღონისძიებების შედეგად, აქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების გარეშე ტრანსპორტირების 4 ფაქტი გამოავლინეს. კერძოდ, სამართალდამრღვევი მოქალაქეები, აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის,  (ჯამში 40,780 ღერი სიგარეტი) ტრანსპორტირებას ახორციელებდნენ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი აქციზური მარკების გარეშე ტრანსპორტირებული საქონელი ჩამოერთვათ.

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური

 


ახალი ამბების
არქივი
დეკემბერი 2019
ორსაოთხუპაშაკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

X
ახალი ამბების გამოწერა