შემოსავლების სამსახურის უფროსი ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა

13-ივნისი-2019

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა და ასოციაციის წევრებს საგადასახადო სისტემაში მიმდინარე რეფორმები გააცნო. შეხვედრას, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, ასევე ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ზურაბ ძნელაშვილი, საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მერაბ არახამია და უწყების სხვა წარმომადგენლები.

თურქ ბიზნესმენებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოს, მიმდინარე რეფორმებსა და იმ საკითხებს, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოსა და თურქეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას.

ამასთან, შეხვედრაზე შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მერაბ არახამიამ საბაჟო კოდექსის პროექტის პრეზენტაცია გამართა.

შეხვედრის დასასრულს, შემოსავლების სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლაშქარაძემ აღნიშნა, რომ ბიზნეს სექტორთან შეხვედრები რეგულარული ხასიათის იქნება და კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება. ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია 1999 წელს შეიქმნა და დღეისათვის ოთხმოცდათხუთმეტამდე წარმომადგენელს აერთიანებს. ასოციაცია აქტიურად არის ჩართული საქართველოსა და თურქეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების სხვადასხვა მიმართულებების განვითარების პროცესებში.

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური


ახალი ამბების
არქივი
ივლისი 2020
ორსაოთხუპაშაკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

X
ახალი ამბების გამოწერა