წითელ ხიდსა და თბილისის გეზს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები ეწვივნენ

12-ივნისი-2019

12 ივნისს, საბაჟო გამშვებ პუნქტს ,,წითელი ხიდი“ და გაფორმების ეკონომიკურ ზონას ,,თბილისი“, ,,გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის“ სტუდენტები ეწვივნენ.

სტუდენტებმა, აღნიშნული ობიექტები დაათვალიერეს და ადგილზე გაეცნენ გაფორმებისა და საბაჟო კონტროლის პროცედურებს.

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა სტუდენტებს, როგორც გადასახადების მომავალ გადამხდელებს, სპეციალურად მათთვის გამართულ პრეზენტაციაზე, უწყებაში დანერგილი ტექნოლოგიური სიახლეების, სერვისებისა და პროცედურების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მომავალი გადამხდელებისთვის, შემეცნებითი ხასიათის პროგრამებს ყოველწლიურად ახორციელებს.

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური


ახალი ამბების
არქივი
ივნისი 2019
ორსაოთხუპაშაკვ
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

X
ახალი ამბების გამოწერა