წითელ ხიდზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

05-ივნისი-2019

4 ივნისს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“ არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქეების ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 930  ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

 

            საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათას ათასი  ლარის ოდენობით შეეფარდათ.

 

 

 

 

 ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური


ახალი ამბების
არქივი
აპრილი 2020
ორსაოთხუპაშაკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930

X
ახალი ამბების გამოწერა