სამეგრელოში 67,460 ღერი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა

05-ივნისი-2019

24-30 მაისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ქალაქ ზუგდიდში, ზუგდიდის რაიონ სოფელ რუხში, ურთაში, ცაცხვში, ოდიშში, წალენჯიხაში, დაბა ჯვარში, ქალაქ ფოთში და მარტვილის რაიონ სოფელ კურზუში განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული, უაქციზო სიგარეტის (ჯამში 67,460 ღერი) შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად,  კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. საქმეთა მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.

 

 

 

 ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური


ახალი ამბების
არქივი
სექტემბერი 2019
ორსაოთხუპაშაკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30

X
ახალი ამბების გამოწერა