საგადასახადო ორგანოს მიერ თბილისში 23 640 ლარის ღირებულების კონტრაფაქციული საქონელი გამოვლინდა

21-მაისი-2019

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოში „Massimo Dutti“-ის წარმომადგენლის წერილობითი მომართვის საფუძველზე, დაგეგმეს კონტროლის ღონისძიებები, რის შედეგადაც, 23 640 ლარის ღირებულების სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული საქონელი გამოავლინეს.

კერძოდ, ქ. თბილისში მდებარე ერთ-ერთ ობიექტში განხორციელდა ინვენტარიზაცია და საკონტროლო  შესყიდვა. საკონტროლო  შესყიდვის დროს 11 970 ლარის ღირებულების საქონელზე არ იქნა გამოყენებული საკონტროლო სალარო აპარატი და არ გამოიწერა ტრანსპორტირების სასაქონლო ზედნადები. შესაბამისად, მეწარმეს შეეფარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სანქცია. ამასთანავე, ინვენტარიზაციის პროცედურის დროს ობიექტში ფაქტობრივად აღირიცხა 23 640 ლარის ღირებულების საქონელი, რომელიც საქართველოში „Massimo Dutti“-ის წარმომადგენლის დასკვნის საფუძველზე, აღმოჩნდა სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გამოვლენილი კონტრაფაქციული საქონელი ამოღებული იქნა სამოქალაქო ბრუნვიდან, ხოლო, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური


ახალი ამბების
არქივი
ნოემბერი 2019
ორსაოთხუპაშაკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

X
ახალი ამბების გამოწერა