შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ევროპული სავაჭრო პალატების წარმომადგენლებს შეხვდა

15-მაისი-2019

15 მაისს, სასტუმრო "ჰოლიდეი ინში", ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოდგილემ ზურაბ ძნელაშვილმა, საქართველო-შვეიცარიის ბიზნეს ასოციაციის, გერმანიის ბიზნეს ასოციაციისა და საფრანგეთი-საქართველოს სავაჭრო პალატის კოორდინირებულ ფორუმში მონაწილეობა მიიღო. შეხვედრაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ უწყებაში არსებულ გამოწვევებსა და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა.

„შემოსავლების სამსახური კვლავ განაგრძობს შეხვედრებს ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან, რადგან მსგავსი შეხვედრები საქართველოში გააუმჯობესებს ბიზნეს გარემოსა  და ზოგადად საგადასახადო პოლიტიკისა და ადმინისტრირების ეფექტურობის ამაღლებას შეუწყობს ხელს“ - განაცხადა ზურაბ ძნელაშვილმა.

მისი თქმით, ბიზნეს ასოციაციების როლი დიდია პრობლემების იდენტიფიცირებაში და მათი გადაჭრის გზების მოძიებაში, ის რომ აღნიშნული შეხვედრის ინიციატორი ბიზნეს ასოციაციები იყვნენ დასაფასებელია, ეს ნიშნავს იმას რომ მათში გაჩნდა განცდა რომ შემოსავლების სამსახური არ წარმოადგენს სადამსჯელო ორგანიზაციას და ჩვენთან კომუნიკაცია შედეგიანი იქნება ორივე მხარისთვის.

შეხვედრას, საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენი,  ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიები და კერძო სექტორის 100-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.

სამუშაო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. კერძო სექტორის წარმომადგენლებს, შესაძლებლობა მიეცათ, შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილესთან მათთვის აქტუალურ თემებზე, პრობლემატურ საკითხებსა და მათ წინაშე არსებულ გამოწვევბზე ესაუბრათ.

 

ფინანასთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური


ახალი ამბების
არქივი
აგვისტო 2019
ორსაოთხუპაშაკვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

X
ახალი ამბების გამოწერა