ნინოწმინდაში, კარწახში, თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს

11-აპრილი-2019

26 მარტიდან 11 აპრილის ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ნინოწმინდა“, ,,კარწახი“, ,,თბილისის აეროპორტი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს, ირანისა და სომხეთის მოქალაქეების კუთვნილი ხელბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერებისას, ნარკოტიკული (269 აბი და ჰაშიში 4.8 გრ.) და ფსიქოტროპული (864 კაფსულა და 565 აბი) ნივთიერების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს. 

საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში აღიძრა სისხლის სამართლის საქმეები და გამოძიება სსკ-ის 260-ე, 262-ე და 263-ე  მუხლებით მიმდინარეობს.

 

 ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური


ახალი ამბების
არქივი
აპრილი 2019
ორსაოთხუპაშაკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

X
ახალი ამბების გამოწერა