სარფში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

13-მარტი-2019

12 მარტს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის თ.ქ-ს სხეულის სკანერით დათვალიერების შედეგად, 10,417.7 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (წონა 157.48 გრამი) გამოავლინეს.

საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 10,417.7 ლარის ოდენობით შეეფარდა.

 

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური


ახალი ამბების
არქივი
მაისი 2019
ორსაოთხუპაშაკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

X
ახალი ამბების გამოწერა