ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

10-იანვარი-2019

10 იანვარს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,, ქუთაისის აეროპორტი “, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის ც.ე.-ს კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების შედეგად, 16 974  ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები, ბრილიანტის თვლებით (საერთო წონა 54,77 გრამი) გამოავლინეს. აღნიშნული საქონელი, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სპეციალურად მოწყობილ სამალავში ჰქონდა განთავსებული.

საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური


ახალი ამბების
არქივი
ივნისი 2019
ორსაოთხუპაშაკვ
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

X
ახალი ამბების გამოწერა