ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო, საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენი და შემოსავლების სამსახურის წამომადგენლები მცირე და საშუალო მეწარმეებს შეხვდნენ

06-დეკემბერი-2018

5 დეკემბერს, ბათუმში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო, USAID -ის პროექტი „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G), საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენი და შემოსავლების სამსახურის წამომადგენლები  მცირე და საშუალო მეწარმეებს შეხვდნენ.

ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა შემოსავლების სამსახურის ბათუმის სერვის-ცენტრში გაიმართა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, რომელმაც რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაში ბიზნესის როლსა და მთავრობის ხედვაზე ისაუბრა. საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ და შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ბუბუტეიშვილმა ბიზნეს ომბუდსმენის საქმიანობა, არსებული სერვისები და საგადასახადო სისტემა მიმოიხილეს.

შემდეგი რეგიონული შეხვედრები ადგილობრივ ბიზნესთან დაგეგმილია ზუგდიდსა და ქუთაისში.

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური

 


ახალი ამბების
არქივი
მაისი 2019
ორსაოთხუპაშაკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

X
ახალი ამბების გამოწერა