გუგუთსა და ვალეში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

14-სექტემბერი-2018

11 – 14 სექტემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,გუგუთი“ და ,,ვალე“, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების, ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ირანის ისლამური რესპუბლიკისა და სომხეთის მოქალაქეების, ფ.ს-ს, ფ.ბ-სა და ა.ი-ს კუთვნილი ხელბარგების დატვალიერებისას, ნარკოტიკული (22 აბი) და ფსიქოტროპული (26 აბი) ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს. საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური


ახალი ამბების
არქივი
აპრილი 2019
ორსაოთხუპაშაკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

X
ახალი ამბების გამოწერა