წითელ ხიდზე 130 749.13 ლარის ღირებულების ოქროს ზოდები აღმოაჩინეს

09-ოქტომბერი-2017

7 ოქტომბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქის ა.ფ-ს, ფიზიკური დათვალიერებისას, არადეკლარირებული ოქროს ზოდები (საერთო წონა 2,202.2 გრამი) აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 130,749.13 ლარი შეადგინა. საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

 

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური


ახალი ამბების
არქივი
თებერვალი 2020
ორსაოთხუპაშაკვ
12
3456789
10111213141516
17181920212223
242526272829

X
ახალი ამბების გამოწერა