ხშირად დასმული კითხვები

დასვით კითხვა

პოპულარული

სალარო აპარატი

შესაძლებელია თუ არა საკონტროლო-სალარო აპარატის გარეშე სასაქონლო მატერიალური ფასეულობების რეალიზაცია გამოფენის, პრეზენტაციის, ან სხვა ღონისძიების გამართვის ადგილზე?

 პირი, რომელიც აპირებს  გამოფენის, პრეზენტაციის ან სხვა ასეთი ღონისძიების გამართვის ადგილზე სასაქონლო მატერიალური ფასეულობების რეალიზაციას საგადასახადო ორგანოში რეგისტრირებული საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენებით ან მის გარეშე, საგადასახადო ორგანოს  უნდა მიმართოს განცხადებით, რომელშიც მიეთითება გადასახადის გადამხდელის დასახელება/სახელი და გვარი, საიდენტიფიაკციო ნომერი, გამოფენის, პრეზენტაციის ან სხვა ასეთი ღონისძიების გამართვის ადგილი და ვადა.

საგადასახადო ორგანო განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა აცნობებს გადამხდელს თანხმობის ან უარის თაობაზე.

თანხმობის შემთხევაში, გამოფენის/ პრეზენტაციის ან სხვა ღონისძიების გამართვისას სასაქონლო მატერიალური ფასეულობების რეალიზაცია შესაძლებელია განხორციელდეს სალარო აპარატის გარეშე. მოცემულ შემთხვევაში პირი უფლებამოსილია გასცეს ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი (ჩგდ).

 

 

დასვით კითხვა

საშემოსავლო გადასახადი

ვინ სარგებლობს კალენდარული წლის განმავლობაში 6000 ლარამდე მიღებულ დასაბეგრ შემოსავალზე საშემოსავლო გადასახადში დაწესებული საგადასახადო შეღავათით?

საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება:

  • ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, აგრეთვე მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 6000 ლარამდე;
  • იმ პირის მიერ, რომელმაც „საქართველოს თავდაცვის ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობაში მონაწილეობასთან დაკავშირებით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო, კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული 6 000 ლარამდე დასაბეგრი შემოსავალი;
  • მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირის მიერ მაღალმთიან დასახლებაში საქმიანობით კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული 6000 ლარამდე დასაბეგრი შემოსავალი, გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციიდან და  სახელმწიფოს მიერ ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დაფუძნებული სამედიცინო დაწესებულებიდან ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისა.

(სსკ - მუხლი 82)

შენიშვნა: ფიზიკური პირის მიერ მიღებული სხვა ტიპის შემოსავლები, რომელიც გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისაგან იხილეთ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლში.

 

დასვით კითხვა

მიკრო ბიზნესი

რომელი ფორმის დეკლარაციას აბარებს პირი, თუ მიმდინარე წლის განმავლობაში გააუქმა მიკრობიზნესის სტატუსი და გადაინაცვლა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ჩვეულებრივ რეჟიმზე?

ასეთ შემთხვევაში პირი საანგარიშო  წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარმოადგენს საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციას და მთელი წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავალს, რომელსაც დაბეგრავს საშემოსავლო გადასახადის 20%-იანი განაკვეთით.
დასვით კითხვა

Close